ბნელი ჰალოდან ბნელი მატერიის სიგნალები მოდის

 ბნელი მატერიის ძებნა ურთულესი საქმეა. თუმცა, ის ყველაზე უფრო ძნელად იქ რეალიზდება, სადაც ჩვეულებრივი მატერია ჭარბობს – გალაქტიკის ცენტრში. ყველა იმედი ცენრტთან ახლოს მდებარე გალაქტიკური ჰალოს ბნელი მატერიის დაშლით წარმოქნილ სიგნალებს ემყარება(Wired).

 ავიღოთ ირმის ნახტომი. 2009 წლიდან დენ ჰოუპერი და თანამემამულეთა ლეგიონი ენრიკო ფერმის სახელობის ამაჩქარებლის ლაბორატორიიდან, ასევე სხვა შემეცნებითი დაწესებულებები მთელი მსოფლიოდან, აცხადებენ, რომ გამა-ტელესკოპები ბნელი მატერიის ნაწილაკთა დაშლებს არეგისტრირებენ, ენერგიებით 30-დან 40 გიგაელექტრონვოლტამდე.

fermi all sky map

„ფერმის“ მიერ დანახული გამა-ცა. წითელი ხაზი ჩვენი გალაქტიკის ცენტრზე გადის.

 „რაც უფრო მეტად ვიკვლევთ მათ, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ სწორედ ისინი არიან ბნელი მატერია“ – ამბობენ მეცნიერები, რომლებმაც arXiv.org-ზე ამ თემასთან დაკავშირებული ახალი ბალადა წარმოადგინეს.

 გალაქტიკის ცენტრი საკმაოდ მშფოთვარე ადგილია. იქ უამრავი გამა-წყაროა, რომელთა ბუნება არ არის ბოლომდე გარკვეული. „თუ თქვენ მართლაც უჩვეულო რამ გინდათ აგვიხსნათ, დაკავშირებული გალაქტიკურ ცენრთან, დიდი ხნის ფიქრი არ დაგჭირდებათ: მილიწამიანი პულსარები“ – მწუხარებით ახდენს თემის კონსტატირებას დაგ ფინქბაინერი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან(ა.შ.შ.), ამ ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორი.

 ეს მართლაც ასეა: ასტრონომებს ჯერ კიდევ არა აქვთ მკაფიო წარმოდგენა, როგორ ფუნქციონირებენ ეს ზესწრაფი ნეიტრონული ვარსკვლავები. ასე რომ მათ მიერ გაჩენილი გამოსხივების, გამა-სხივების ჩათვლით, გამორჩევა სავარაუდო ბნელი მატერიის სიგნალისგან ძალიან ძნელია. ეს, ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას ჰგავს, რომელშიც ისედაც უამრავი შავი კატაა.

 დაგ ფინქბაინერი დაუმალავი სკეპტიციზმით უდგებოდა გამა-ტელესკოპიდან მიღებულ მონაცემებს და ყველაფერს მილიწამიან პულსარებს აბრალებდა.

eso-darc matter როცა გალაქტიკები ფორმირდებიან, ნივთიერებათა მასები ბრუნვას იწყებენ. ბრუნვასთან ერთად დიდი გალაქტიკები ცივდებიან და ნელ-ნელა ბრტყელ ფორმას იღებენ. ბნელ მატერიას ბრტყელი ფორმის მიღება არ შეუძლია: არ მონაწილეობს ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში, რაც გამოსხივებით სითბოს დაკარგვის საშუალებას არ აძლევს. ის მუდმივად, გალაქტიკის შემომფარგლავ სფეროიდალურ ჰალოდ რჩება.

 შესაბამისად, ნებისმიერი „ბნელი სიგნალი“ არა მარტო ცენტრიდან, არამედ მისგან შორს მდებარე რეგიონებიდანაც უნდა მოდიოდეს. თითქოს და  ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ გამა-ტელესკოპი „ფერმი“ იმ დიაპაზონში, რომელშიც ხსენებული დაშლა ხდება, გამა-სხივებს ოდნავ გადღაბნილად ხედავს. ფიზიკოსებთან ერთად ფინქბაინერმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც სიგნალს უფრო ნათელს ხდის, რის შედეგადაც საკმაოდ მკაფიო სურათი იქნა მიღებული: ბნელი მატერიის დაშლის შედეგად გაჩნილი გამა-სხივები იქედან მოდიან, სადაც არანაირი ვარსკვლავები არ დაიმზირება.

 „ეს, სულ უფრო მეტად ემსგავსება ბნელ მატერიას და სულ უფრო ნაკლებად პულსარებს“ – აღნიშნავს ფინქბაინერი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.