ასტეროიდ ბენუდან ხრეში ცვივა

 ასტეროიდ ბენუს ხელოვნურმა თანამგზავრმა OSIRIS-REx, ბენუდან ამოფრქვეული ხრეში რამდენიმეჯერ შეამჩნია. ამ მოვლენის ასახსნელი ძირითადი ჰიპოთეზებია – მეტეოროიდებთან შეჯახება, შიდა სტრუქტურების სწრაფი გაბზარვა ტემპერატურის ცვლილების გამო, წყლის ორთქლის ჭავლების ამოფრქვევა. მზის სინათლით განათებული ხრეშის ნაკადი ფოტოს მარჯვენა ნაწილზე ჩანს, ის 2019 წელს დაიმზირებოდა. მოდელირების მიხედვით, ამ 500 მეტრიანი ასტეროიდიდან ასროლილი დიდი ლოდები უკანვე ჩამოცვივდება, შედარებით პატარა ქვები კი ზედაპირის გასწვრივ იმოძრავებს, მხოლოდ ყველაზე პატარა კენჭები შეძლებენ ასტეროიდის სუსტი მიზიდულობის ძალის დაძლევას. ითვლებოდა, რომ ჭავლები და ამონაფრქვევები კომეტებისთვის იყო დამახასიათებელი (კუდიანი ასტეროიდები), რომლებისგანაც მათი კომა და კუდები ჩნდება, შემდეგ – მეტეორული ნაკადები. აპარატი OSIRIS-REx, ასტეროიდთან 101955 ბენუ, 2018 წელს მივიდა. ბრილიანტის ფორმის ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შანსი შეფასებულია როგორც 1/4000. შესაძლო ვარდნის ინტერვალი 2169-2199 წლებს შორის არის ნავარაუდევი. ნასა მას ერთ-ერთ პოტენციურად საშიშ ასტეორიდად განიხილავს. OSIRIS-REx ასტეროიდის ზედაპირს შეეხება, ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე გამოაგზავნის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, გზავნილი 2023 წელს მოხვდება მეცნიერების ხელში (კიდევ ბენუს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.