ვენერას ატმოსფეროში ბიომარკერი ფოსფინი აღმოაჩინეს

 ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის არსებობისთვის ვენერას პირობები ნამდვილად შეუთავსებელია, რასაც გადაჭრით ვერ ვიტყვით ამ პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებზე, სადაც ჰაერში გამოკიდებული მიკროსკოპული არსებები შეიძლება ბინადრობდნენ. ასეთ შესაძლებლობას  სერიოზულად არავინ განიხილავდა, მან კი მოულოდნელი მტკიცებულება მიიღო – ვენერას ატმოსფეროში ფოსფინი იქნა აღმოჩენილი. ქიმიური ნაერთი ფოსფინი (PH3) ბიომარკერად ითვლება, რადგან მისი წარმოქმნა ბუნებრივი პროცესებით, რომლებიც ვენერას კლდოვან ზედაპირზე შეიძლება მიმდინარეობდეს, ძნელი წარმოსადგენია. ამასთან ერთად, ცნობილია, რომ ეს ნივთიერება დედამიწელი მიკრობების მოღვაწეობის პროდუქტია. თუ ფოსფინის აღმოჩენა დამტკიცდა, მზიდან მეორე პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებში სიცოცხლის სხვა ნიშნების აღმოჩენისადმი ინტერესი აუცილებლად გაძლიერდება (ვენერა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.