უცნაური პეტროგლიფები მდინარე სან-ხუანთან

 სან-ხუანი(ესპ. Rio San Juan) – მდინარე ნიკარაგუაში. მდინარის სიგრძე დაახლოებით 192 კილომეტრია. სათავეს ტბა ნიკარაგუაში იღებს და კარიბის ზღვაში ჩაედინება. ნიკარაგუასა და კოსტა-რიკას საზღვრის ძირითადი ნაწილი ამ მდინარეზე გადის. Butler Wash Petroglyph Panel – პეტროგლიფთა ჯგუფი მდინარე სან-ხუანთან. პალეოკონტაქტის(დოგუ – პალეოკონტაქტის მტკიცებულება) თეორიის ჩარჩოებში, პეტროგლიფები უძველეს წარსულში დედამიწაზე ჩამოსულ სტუმრებს გამოსახავენ. მუზარადები, ანტენები, სკაფანდრები და რაღაც ნაეთბისმაგვარი მუზარადების გარშემო.

 კლდეზე ნაკვეთი ეს წარწერები ჰორსშუ-კანიონში(იუტა) ნანახ წარწერებს ჰგვანან. იქაც სკაფანდრში გამოწყობილი ანტენიანი არსებებია გამოსახული. როგორც ჩანს, სხვადასხვა ადგილებზე მცხოვრებმა ძველმა მხატვრებმა არსებათა ერთი და იგივე ჯგუფი იხილეს, რომლებიც შემდეგ კლდეზე ნაკვეთ ნახატებში აღბეჭდეს. იქვე არქეოლოგებმა ინდიელთა სადგომები და მათი სანადირო დანებიც აღმოაჩინეს(არქეოასტრონომია).

 ასეთი ტიპის კლდეზე ნაკვეთ მხავტრობას შეგიძლიათ სკეპტიკოსის თვალით შეხედოთ, თუმცა ის, რომ სრულიად განსხვავებულმა მხატვრებმა, ათასობით კილომეტრის დისტანციაზე ერთმანეთისგან, ერთმანეთის მსგავსი რობოტისმაგვარი რამ დახატეს, უნდა დაგაფიქროთ 🙂 (უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!; აკრძალული არქეოლოგია; ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *