დოგუ – პალეოკონტაქტის მტკიცებულება

 ამ უცნაური ქანდაკებების ნახვისას მაშინვე კოსმოსური სკაფანდრი ან აკვალანგი გვახსენდება. არ არის გასაკვირი, რომ პალეოვიზიტის თეორიის მომხრეები ამ პატარა ქანდაკებებს, წარსულში, უცხოპლანეტელბის მიერ იაპონიის მონახულების აშკარა მტკიცებულებად თვლიან.

 ვინ არის მათი ავტორი?

 ქანდაკებების ასაკი, დადგენილი რადიონახშირბადული ანალიზით, 3-დან 4,5-მდე ათას წელიწადს შეადგენს. მათ ”დოგუ” უწოდეს, ანუ ტანსაცმელი, რომელიც ადამიანს თავიდან ფეხებამდე ფარავს. ეს ”ტანსაცმელი” ძალიან უჩვეულოდ გამოიყურება, რის გამოც ბევრი ადამიანი, მათში კოსმოსურ სკაფანდრს ხედავს…

 8-დან 30 სანტიმეტრამდე ზომის 15 ათსამდე დოგუა უკვე აღმოჩენილი. ისინი ნეოლითის ეპოქას ეკუთვნიან, ე.წ. ”ძემონის” პერიოდს. ამბობენ, რომ ამ დროს იაპონიის კუნძულები აინებით(არამონგოლოიდური რასის, ცისფერთვალება ხალხით) იყო დასახლებული. თუმცა არსებობს ინფორმაცია უცნობი ცივილიზაციის შესახებაც, კერამიკაზე გაკეთებული თოკისმაგვარი ორნამენტების გამო მათ ძემონი შეარქვეს. ამ კულტურის ადამიანები აინები არ იყვნენ, მათი წარმომავლობა ახლაც გამოცანად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ”ძემონელების” ძვლების შესწავლით დადგინდა, რომ არც ისინი იყვნენ მონგოლოიდები.

 ეს სკაფანდრია?

  ”ეს სკაფანდრია”! ამბობენ NASA-ში. ფიგურები შუა საუკუნეებში რომ დაემზადებინათ რაინდების უცნაურ აღჭუვილობაზე შეიძლებოდა გვეფიქრა, მაგრამ მათი დამზადების ეპოქაში ლითონის აბჯარის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დოგუ ყველაზე უფრო მეტად სკაფანდრით შემოსილ ასტრონავტს გვაგონებს, რასაც NASA-შიც აღიარებენ. NASA-მ ქანდაკებები ორჯერ გამოიკვლია, 1960 და 1990 წელს, უჩვეულო სამოსი სკაფანდრს ორჯერ შეადარეს და ორივეჯერვე დადებითი შედეგი მიიღეს.

 სპეციალისტები ამ დეტალებში არა მარტო ჰერმეტულ მუზარადს გამოარჩევენ – ხვრელისებური სათვალეები, სხვადასხვა შესაკრავები, პატარა ლუქები სიცოცხლის უზრუნველყოფის მოწყობილობების კონტროლისა და მათი რემონტისათვის. ასევე სუნთქვისათვის საჭირო ფილტრი! პალეოკონტაქტის მომხრეები დოგუს სამოსის ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ფიგურათა უმრავლესობაზე აღინიშნება. პირისა და ლოყის ახლოს სამი უცნაური ამოზნექილობა შეიმჩნევა, რომელიც ადამინის სახის არცერთ ნაწილს არ ჰგავს. სკაფანდრზე კი ამ ადგილებზე სასუნთქი მილები და კავშირის სადენებია მიერთებული. კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი – ამ უცნაური აღკაზმულობის მკლავები და ფეხები თითქოს აირით არის გაბერილი, ანუ სკაფანდრსშიგა წნევა, გარემოს წნევაზე მაღალია. აღმოჩენილია ისეთი ქანდაკებებიც, რომელთაც მუზარადი არ გააჩნიათ, მხოლოდ მოშიშვებული თავი.

 ვოუნ გრინმა უძველესი იაპონიის ისტორიის შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა. მისი კვლევების შედეგები წიგნშია თავმოყრილი, სახელად – ”6000 წლის კოსმოსური სკაფანდრი”, 1997 წელს უკვე მეორე გამოცემაც დაიბეჭდა. ”ამ 6000 წლის განმავლობაში იაპონელები სხვა ფიგურებსაც ძერწავდნენ, აშკარა ადამიანური ნიშნებით. გამოდის, რომ დოგუ არა ადამიანებს, არამედ რაღაც სხვას გამოსახავენ” – ამბობს მკვლევარი.

 ვარსკვლავთმფრენები იაპონიის თავზე

 გრინს მაგალითები იაპონიის მითოლოგიიდანაც მოჰყავს, რომელშიც სხვადასხვა მფრინავი ობიოექტებისა და უცნაური ასრებების(”ცის შვილების”) ცაში ფრენებზეა ლაპარაკი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინანდელ ჩინ სანის სამარხში(კუნძული კიუსიუ, იპონია), მეცნიერებმა უჩვეულო გამოსახულება აღმოაჩინეს, რომელზეც იაპონელი მმართველი ცაში გაწვდენილი ხელით მფრინავ ობიექტებს ესალმება. შუა საუკუნეებშიც, მაგალითად, 1361 წელს, დოლისმაგვარი ობიექტი იაპონიის დასავლეთით მდებარე კუნძულების მხრიდან გამოჩნდა. 1606 წელს კი კიოტოს თავზე ცეცხლოვანი ბურთები გამოჩნდნენ, სამურაებმა კარგად დაინახეს, როგორ დაეშვა ერთ-ერთი მათგანი ნიძიოს სასახლის თავზე(ძველი ცივილიზაციები; ანომალური მოვლენები).

3 comments

  1. შეიძლება, მაგრამ რაიმე სანდო მტკიცებულება მაინც არ არსებობს…

  2. ხელები არ აქვს ? რას ამბობს კვლევები ამ კაცუნას კიდურებზე? თუ ეს სკაფანდრია მაშინ ხელთათმანებიც უნდა მოყვებოდეს წესით 😉

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.