სიახლე პოლარული ნათების კვლევის საქმეში

 პოლარული ნათების მწვანე, წითელი და იისფერი ხვეულები ცაში მაშინ ჩნდება, როცა მზის ქარი ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროში გადის და პლაზმის ნაკადებს წარმოქმნის. ეს უკანასკნელი, ელექტრონებთან ურთიერთქმედებს და მათთან ერთად ატმოსფეროს ზედა ფენებზე, დამუხტული ნაწილაკების წვიმის სახით მოედინება. წარმოქმნილი ე.წ. მეორადი პლაზმის ტალღა, ატმოსფეროს შემადგენელი გაზის ატომებს აღაგზნებს და ნათებას აიძულებს მას(იონიზაცია). ეს ფერადი ზოლები 1000 კილომეტრამდე შეილება იყოს გადაჭიმული, ხოლო მცირე შიდა ნათებები, რომლებზეც ამ ნაშრომშია საუბარი, 100 კილომეტრამდე ზომის შეიძლება იყოს და 5 – 40 წამიანი პერიოდულობით პულსირებს – ფერადი ”აფეთქებების” სახით.

 ტოჰოკუსა და ტოკიოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა ახალი ტიპის გადამწოდები(”დატჩიკ”) შექმნეს, რომელთაც მათში მოხვედრილი ელექტრონების სიჩქარისა და მიმართულების დადგენა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, აჩქარებული და თავისუფალი ელექტრონების ერთმანეთისგან განსხვავების საშუალებას იძლევა. ახალი მოწყობილობა, იაპონიის კოსმოსური კვლევების სააგენტოს მიერ 2016 წლის დეკემბერში გაშვებულ ხელოვნურ თანამგზავრზე – ERG(გეოსივრცის ენერგიისა და რადიაციის მკვლევარი), იქნა დამონტაჟბული. მეცნიერებმა ამ გადამწოდის საშულებით, პლაზმის ტალღებში არსებულ ელექტრონებს შორის ურთიერთქმედებაზე დამზერა შეძლეს.

 თანამგზავრზე დაყენებულ ახალ მოწყობილობასთან ერთად, პოლარულ ნათებაზე თვალთვალი ზედაპირული კამერებითაც მიმდინარეობდა, ნათების დონის ცვლილებების რეგისტრირებით. იაპონელმა მეცნიერებმა მაღალი სინქრონიზაციის ტექნოლოგიაც დახვეწეს, რომლითაც კამერებიდან მიღებული გამოსახულებები, სხვა გადამწოდებიდან და ERG-ის მოწყობილობიდან მიღებულ მონაცემებს შეუთავსდა.

 ქვემოთ მოყვანილ ანიმაციაში, პოლარული ნათების წარმომქმნელი პროცესების ზოგიერთი თავისებურებაა წარმოდგენილი(კიდევ პოლარული ნათების შესახებ) .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.