ირმის ნახტომის ჰალოს ვარსკვლავები

 მრავალსაუკუნოვანი კვლევებისა და დაკვირვებების მიუხედავად, მშობლიური გალაქტიკის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით (nature.com). მისი დიამეტრი დაახლოებით 100-180 ათასი სინათლის წელია, ხოლო ვარსკვლავების რაოდენობა 100-400 მილიარდი. ამავე დროს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ჩვენი ირმის ნახტომის ევოლუციის ისტორიით დაინტერესდნენ.

 როგორ გაჩნდა ჩვენი გალაქტიკის ჰალო – ვარსკვლავების, ბნელი მატერიისა(ბნელი მატერიის სიჩქარე ირმის ნახტომში) და გაზისგან შემდგარი გიგანტური სტრუქტურა, გალაქტიკის დისკოს ორივე მხრიდან? ადრე ითვლებოდა, რომ ეს ჰალო იმ გალაქტიკათა ნარჩენებია, რომლებიც ერთ დროს, ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ჰალოში არსებული ზოგიერთი ვარსკვლავი ირმის ნახტომის შიგნით გაჩნდა და შემდეგ კი კიდეებისკენ იქნა გატყორცნილი.

ირმის ნახტომისა და მისი კომპაქტური მეზობლის ურთიერთქმედების მოდელირება.

შესწავლილი იქნა ჰალოს შიგნით მდებარე 14 ვარსკვლავის ქიმიური შემადგენლის თავისებურებები, რომლებიც ჰავაიზე, კეკის ობსერვატორიის მიერ შეგროვებული მონაცემებიდან ამოიღეს. ეს ვარსკვლავები ჰალოს სხვადასხვა ნაწილებშია – ვარსკვლავთა ზეგროვა Tri-And და A13, ირმის ნახტომის დისკოს სიბრტყის ზემოდან და ქვემოთ, თითოეული დაახლოებით 14 000 სინათლის წლის მანძილზე.

სპექტრული(სპექტრული ანალიზი) მონაცემების დამატებით წყაროდ, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO, ჩილე) ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT) გამოიყენეს(ირმის ნახტომის წრიული პანორამა ცენტრიდან). ჰალოსა და სხვაგან მდებარე ვარსკვლავთა ქიმიური შემადგენლის შედარებით, დადგინდა, რომ მათი ქიმიური შემადგენელი პრაქტიკულად ერთნაირია.

აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰალოს ვარსკვლავური პოპულაციები ჯერ ირმის ნახტომის შიგნით ჩამოყალიბდა, შემდეგ კი მის ზედა და ქვედა ნაწილებში გადაადგილდა, რასაც ”გალაქტიკური გამოსახლება” უწოდეს. ეს ვარსკვლავები იმ მასიურმა ჯუჯა გალაქტიკებმა გამოაძევა, რომლებმაც წარსულში ირმის ნახტომის შიგნით გაიარა(კიდევ ჰალოს შესახებ).