შუქურას გრძელი ჯეტი

 ნისლეული შუქურა, პულსარის ქარით არის ფორმირებული. ეს პულსარი – სწარაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი ძლიერი მაგნიტური ველით(მაგნეტარი), ვარსკვლავთშორის სივრცეში ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით მიქრის. პულსარი და ნისლეული სამხრეთის თანავარსკვლავედში – Carina, დედამიწიდან 23 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და კატალოგში IGR J1104-6103-ის სახელით არის შეტანილი. ისინი ამ შთამბეჭდავი გამოსახულების მარჯვენა დაბალ კუთხეში ჩანან, რომელიც რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპმა ”ჩანდრა”-მ გადაიღო. პულსარის მიერ გამოსხივებული მაღალი ენერგიის ნაწილაკები, კომეტისმაგვარი კუდის სახით გამოიტყორცნებიან, ზევით და მარცხნივ, პულსარის ტრაექტორიის გასწვრივ ზეახლის ნარჩენიდან, რომელშიც ის გაჩნდა. გაქცეული პულსარი და ვარსკვლავური ნარჩენების გაფართოებადი ღრუბელი, მასიური ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსის შედეგია. ზეახლის აფეთქებით გაჩენილმა პულსარმა მაღალი სიჩქარე შეიძინა. ამ ეკზოტიკური კოსმოსური ექსტრემალების გარდა, სურათზე, სპირალურად ჩხვეული, 37 სინათლის წლის მანძილზე წაგრძელებული ჯეტიც ჩანს, პულსარის მოძრაობის მიმართულების მართობულად. ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ობიექტთა მახლობლად, აქამდე აღმოჩენილთა შორის, მაღალი ენერგიების ნაწილაკთა ეს ჯეტი ყველაზე გრძელია(ვარსკვლავი გალქტიკიდან რეკორდული სიჩქარით გარბის; თავბრუდამხვევი სიჩქარით; კიდევ უფრო სწრაფი ვარსკვლავი…; ყველაზე სწრაფი პლანეტა – SWEEPS-10; უცნაური ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.