ცოტა სინათლე ბნელ ენერგიაზე

 სამყაროს მთელი სივრცე ბნელი ენერგიითაა შევსებული და სულ უფრო მეტი აჩქარებით აფართოებს მას. ფიზიკურს განტოლებებში ეს ნიშნავს, რომ ბნელი ენერგია უარყოფითი წნევის მქონე მატერიას წარმოადგენს. თუ p წნევაა რაიმე არეს საზღვართან, ხოლო r ბნელი ენერგიის სიმკვრივე მასში, მაშინ p= w*r, სადაც w კოეფიციენტია, -1-ის ტოლი. ან სხვა რიცხვის ტოლი, იმის მიხედვით, რა ბუნება გააჩნია ბნელ ენერგიას.

 w= -1 შემთხვევაში ბნელი ეენრგია ყველგან ერთნაირია, ის ცარიელი სივრცის ენერგიის მაგვარი რამაა(შესაბამისად, სივრცის გაფართოებით ეს ენერგია იზრდება). თუ w> -1, მაშინ ბნელი ენერგია ჩვენთვის ცნობილ მატერიასთან უფრო ახლოს იქნება, თუნდაც ეკზოტიკური თვისებებით.

 დაკვირვებების საფუძველზე ამ კოეფიციენტის სიდიდის გამოთვლა თანამაედროვე კოსმოლოგიის უმთავრესი ამოცანაა. სამმა ბერძენმა მეცნიერმა გონებამახვილური მეთოდი წარმოადგინა, როგორ შეიძლება დამატებითი დამზერადი ზღვარის დადგენა w სიდიდეზე, ანუ, ბნელი ენერგიის თვისებებზეც.

 მათი იდეა ძალიან მარტივია. თუ ჩვენი სამყარო აჩქარებით ფართოვდება, მაშინ გრავიტაციულად დაკაშირებული სისტემის მაქსიმალურად შესაძლებელი ზომა უნდა არსებობდეს – გალაქტიკები ან გალაქტიკათა გროვები, რომელშიც აჩქარება გაფართოების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ერთად შემაგროვებელი გრავიტაციით გამოწვეული აჩქარება. ანუ ძალიან დიდი ზომის სისტმები ვერ იარსებებენ – მათ მაღალი აჩქარება გაგლეჯს. ამასთან ერთად, ეს მაქსიმალური ზომა სამყაროს გაფართოების „აჩქარებულობაზე“ იქნება დამოკიდებული, ანუ w-ზე.

 ცნობილია რა სამყაროს ყველაზე დიდი სისტემების ზომები, w ზღვრის დადგენაა შესაძლებელი. ასეთი მარტივი მეთოდისგან არც მკაცრად განსაზღვრული მნშვნელობის მიღებას უნდა ველოდოთ. ყველაფერი, რისი თქმაც ავტორებმა მოახერხეს, რამდენიმე მსხვილ გალაქტიკურ გროვას ზომებზე დაყრდნობით, ისაა, რომ w აშკარად მეტია -2-ზე, რაც არც w= -1 სიტუაციას ეწინააღმდეგება და არც w> -1. ეს შეფასება კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაზუსტდეს, თუ დაკვირვებები მეტი რაოდენობის გალქტიკურ გროვებზე ჩატარდება, ან რაიმე ზეგიგანტური ზომების გრავიტაციულად დაკავშირებული სისტემა გამოჩნდება(ბნელი ენერგია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.