მბრუნავი ბენუ OSIRIS REx-ისგან

 ეს ასტეროიდი შეიძლება შეგვეჯახოს კიდეც, თუმცა, ძალიან დიდი ხნის მერე. მომდევნო ასწლეულში ის მთვარის ორბიტის შიგნით გაივლის. პოტენციურად საშიში, დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდის შესასწავლად, ნასამ ავტომატური აპარატი OSIRIS-REx, 500 მეტრიანი ასტეროიდის – 101955 ბენუ, შესასწავლდ 2016 წელს გააგზავნა. ის ახლა სამიზნეს უახლოვდება და უსწორამსწორო ზედაპირის მქონე ასტეროიდის რუკას ადგენს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, OSIRIS-REx ასტეროიდის ზედაპირს 2020 წელს შეეხება, ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე 2023-ში ჩამოიტანს(ეს ასტეროიდი ძალიან ჰგავს რიუგუს, რომელსაც ახლა იაპონიისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოები იკვლევენ; რა გაიგეს მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტზე?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.