ვაკუუმის უჩვეულო კვანტური თვისება

ვაკუუმის უჩვეულო კვანტური თვისება

 ვაკუუმური ორმაგი გარდატეხა, უჩეულო კვანტური ფენომენია, რომელიც მხოლოდ მიკროსამყაროს დონეზე დაიმზირება(მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ). თეორიულად ის, ნეიტრონულ ვარსკვლავებთან ახლოს, ასეთი ვარსკვლავების უძლიერესი მაგნიტური ველის ხარჯზე, მატერიის ქაოტური გაჩენა-გაქრობის დროს შეიძლება გამოვლინდეს.

 წინა საუკუნის ოცდაათიან წლებში, გერმანელმა ფიზიკოსებმა, ვერნერ ჰაიზენბერგმა და ჰენრიჰ ოილერმა, თეორია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, როგორც შუშის პრიზმამ, დამაგნიტებულმა ვაკუუმმა მასში გამავალი სინათლის სხივი შეიძლება გადახაროს.

irmis centri vlt_ze

 იტალიის ასტროფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტისა და ზელენოგურის უნივერსიტეტის(პოლონეთი) ასტროფიზიკოსები, ამ უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ. გამოიყენეს რა ძალიან დიდი ტელესკოპი(VLT), მეცნიერთა ჯგუფმა რობერტო მიგნანის ხელმძღვანელობით, დედამიწიდან 400 სინათლის წლის მანძილზე მდებარე RX J1856.5-3754-ზე მოახდინეს დაკვირვება(დიდი ტელესკოპების ერა).

 ნეიტრონული ვარსკვლავები, როგორც წესი, ძალიან კომპაქტურია, თუმცა, მზეზე ათეულობითჯერ მასიური. ამის გამო, მათი მაგნიტური ველი შედარებით მცირე გარემოშია თავმოყრილი და უძლიერესი დაძაბულობა გააჩნია(რა არის ელექტრომაგნიტური ველი?). ჩვეულებრივ მდგომარეობაში(თუ ჩვენი წარმოდგენები ამ სუბსტანციის შესახებ სწორია), ვაკუუმი არაფრით ამჟღავნებს თავს, მასში გამავალი სინათლეც ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ვრცედლება. თუმცა, კვანტური ელექტროდინამიკის თანახმად, სივრცე შევსებულია ვიტრუალური ნაწილაკებით, რომელთა გაჩენა-გაქრობის პროცესი უსასრულოდ გრძელდება(ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი). ძლიერ მაგნიტურ ველს, ისეთს, როგორიც ნეიტრონულ ვარსკვლვებს გააჩნია, ამ სივრცის თვისებათა მოდიფიცირება შეუძლია(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

 ძალიან დიდი ტელესკოპის გაუმჯობესებული მოწყობილობის გამოყენებით, მკვლევარება ნეიტრონულ ვარსკვლავზე დაკვირვება ხილულ სპექტრში მოახდინეს, რის გამოც თანამედროვე დამზერის ტექნოლოგიების ზღვარზე უწევდათ მუშაობა.
RX J1856.5-3754-თან პოლარიზაციის მნიშვნელოვანი დონე დაფიქსირდა(16 პროცენტი), რაც ვაკუუმურ ორმაგ გარდატეხად იქნა ინტერპრეტირებული(პოლარიზაცია – ტალღის ელექტრო და მაგნიტური ველების დაძაბულობის ვექტორთა მიმართული რხევის მოვლენა).

    

 წრფივი, წრიული და ელიფსური პოლარიზაცია(ელექტრო და მაგნიტური ველების ძალწირების რხევების მიმართულებები).

 “თანამედროვე მოდელების მიხედვით პოლარიზაციის მაღალი დონის ახსნა ძალიან ძნელია, ვაკუუმური ორმაგი გარდატეხის ეფექტის მოშველიების გარეშე, რომელიც 80 წლის წინათ იყო კვანტური მექანიკით ნავარაუდევი. მომავლის ტელესკოპები, იგივე ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი(EELT), ამ ეფექტის მტკიცებულებათა ძიებაში უდიდეს როლს ითამაშებს. ნეიტრონულ ვარსკვლავებთან ვაკუუმურ ორმაგ გარდატეხაზე დაკვირვებით”- ამბობს მიგნანი.

 “ეს დაკვირვებები პირველად იქნა ჩატარებული ხილულ სპექტრში. მომავალში კი რენტგენის დიაპაზონის ჩართვაც იქნება შესაძლებელი” – ამბობს კვლევის მონაწილე ქინვა ვუ.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *