მიწანეპტუნი

  ავსტრიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ასტრონომებმა საკმაოდ საინტერესო ჰოპოთეზა წარმოადგინეს: მათი აზრით, ე.წ. „სუპერდედამიწები“, სავარაუდოდ მყარი ეკზოპლანეტები, დედამიწაზე მნიშვნელოვნად დიდი ზომებით, სინამდვილეში არა ჩვენი პლანეტის, არამედ ნეპტუნის მსგავსი ობიექტები არიან(Phys.org).

ფება პლანეტოშენადედია

  ბოლო მონაცემების მიხედვით, რომლებიც „კასინიმ“ მოიპოვა, სატურნის თანამგზავრი ფება შეიძლება კოიპერის სარტყლიდან იყოს, ამიტომ ბევრი საერთო პლანეტებთან უფრო ექნება, ვიდრე თანამგზავრებთან.