მზის მკაფიო გამოსახულებამ არამდგრადობები გამოავლინა

განახლდა: 08/08/2026

 რას გვიჩვენებს ჩვენი მნათობის ახალი, ყველაზე მკაფიო გამოსახულება? არამდგრადობას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინტერაქტიული პროცესის ერთ-ერთ სახეობას, რომელსაც კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობა (KHI) ეწოდება. ეს არამდგრადობა ტალღებსა და ხვეულებს წარმოქმნის, როდესაც ორი ნაკადი ერთმანეთის პარალელურად მიედინება – მოცემულ შემთხვევაში, მზის მაგნიტური პლაზმის ცვალებადი ნაკადები (“ორსართულიანი” კონვექცია მზეზე). მზის ზედაპირზე KHI-ის არსებობა დიდი ხანია ცნობილია, თუმცა მისი ზოლები და ხვეულები ახლახან დაადასტურა ჰავაის (აშშ) ინუეს მზის ტელესკოპის მიერ გადაღებულმა, ახლად გამოქვეყნებულმა მაღალი გარჩევადობის სურათებმა (კვლევის ხელმძღვანელი იყო ქართველი ასტროფიზიკოსი დავით ქურიძე). წარმოდგენილი ყალბი ყვითელი ფერის გამოსახულება, რომელიც რეალურად ღრმა ლურჯ სპექტრშია გადაღებული, ხილულ სპექტრში მზის ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოა. იგი დაახლოებით დედამიწის რადიუსის ტოლია, თუმცა მისი ყველაზე წვრილი დეტალები ქალაქის ზომისაა. ფოტოზე კარგად ჩანს მზის ცვალებადი მარცვლების (გრანულების) რამდენიმე გლუვი ზედაპირი, ხოლო ყვავილისმაგვარი სტრუქტურების კიდეებში მრავალი KHI გრეხილი შეიმჩნევა. სამომავლო კვლევებით უნდა გაირკვეს, თუ როგორ უწყობს ხელს KHI ენერგიისა და მაგნიტური ველების გადატანას და შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს მზის გვირგვინის მილიონ გრადუსამდე გაცხელების მიზეზი (მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.