განახლდა: 30/04/2026
მარტონი ვართ სამყაროში? ეს შეკითვა კაცობრიობას არა ერთი საუკუნეა აწუხებს. რაც უფრო მეტს ვგებულობთ, მით უფრო აშკარა ხდება, რომ დედამიწა, ჯერჯერობით, ერთადერთი სასწაულია, ცოცხალი ორგანიზმების ერთადერთი თავშესაფარი, მილიარდობით სხვა, მეცნიერებისთვის ცნობილ გალაქტიკებსა და პლანეტებს შორის (დედამიწელები – ცივილიზაციის ყველაზე უფრო ადრინდელი სახე). მიუხედავად ამისა, ბევრი მეცნიერი მაინც თვლის, რომ სამყაროში მოაზროვნე არსებების აღმოჩენა მხოლოდ დროის საკითხია. როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი სიცოცხლე, მეცნიერებს ამ თემაზე საუბარი უფრო უჭირთ.
” კოსმოსში უცხო სიცოცხლეს ამ საუკუნეში აღმოვაჩენთ” – გვარწმუნებს პროგრამა SETI-ის ხელმძღვანელი, სეთ შოსტაკი.

”კოსმოსში 150 მილიარდი გალაქტიკაა. ყოველ მათგანში კი ათეულბით მილიარდი დედამიწისმაგვარი პლანეტა (ეგზოპლანეტები). თუ ვირწმუნებთ, რომ მხოლოდ დედამიწაა ერთადერთი ადგილი სამყაროში, სადაც საინტერესეო ამბები ხდება, გამოდის, რომ მართლაც სასწაულთან გვაქვს საქმე. 500 წლიანმა ასტრონომიულმა კვლევებმა კი გვიჩვენა (პირველი ტელესკოპი), რომ ასეთი სასწაულის დაჯერება შეცდომაში შეგვიყვანს”. როგორ და რანაირად აღმოვაჩენთ მას? შოსტაკი თვლის, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას უახლოეს 25 წელიწადში შევძლებთ. მას, ან მზის სისტემაში ვიპოვით, მიკრობული ფორმით მარსზე ან იუპიტერის რომელიმე მთვარეზე; ან სხვა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავ ეგზოპლანეტებზე, მათ ატმოსფეროებში სიცოცხისათვის დამახასიათებლი გაზების დაფიქსირებით; ან, შოსტაკი და მისი გუნდი SETI-იდან დიდი ხნის ნანატრ რადიოსიგნალს მიიღებენ, რომელიც მოაზროვნე არსებებმა გამოაგზავნეს (WOW და სხვა სიგნალები…). დოქტორი, სიუზან ეგრეინი, ასტროფიზიკის ლექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტებსა და ეგზოპლანეტებს სწავლობს, თვლის, რომ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა, უფრო, მეორე ვარიანტის მიხედვით მოხდება, ანუ ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროდუქტების აღმოჩენით (ცრუ მეთანმა ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობა გამორიცხა). ”ჩვენ მივუახლოვდით მომენტს, რომლის მერეც დარწმუნებით შევძლებთ ვთქვათ, რომ ჩვენს გალაქტიკასა და დანარჩენ კოსმოსში უამრავი დედამიწისმაგვარი პლანეტა (ან უკეთესი) არსებობს. თუ ვარიანტები მილიარდობითაა, მაშინ შანსიც მაღალია” – აცხადებს ეგრეინი.
ეგრეინი და მისი ჯგუფი, სხვა ვარსკვლავებთან მდებარე პლანეტების საძებნელად სინათლეს (ელექტრომაგნიტური გამოსიხვება) იყენებენ. პოტენციურად სიცოცხლისათვის თავსებადს უწოდებენ პლანეტებს, რომელთა ზომები ახლოსაა დედამიწისეულთან და ზედაპირის ტემპერატურაც შესაბამისია ზედაპირზე წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის. სწორედ ასეთ პლანეტებზე შეიძლება დავინახოთ ”ბიომარკერები”, ანუ იმ გაზების კვლები ეგზოპლანეტების ატმოსფეროებში, რომლებიც მხოლოდ ბიოლოგიური არსებების ცხოველმოქმედების შედეგად ჩნდება (უცხოპლანეტელებს მათი ქალაქების შუქით მოძებნიან).
თავის მხრივ, შოსტაკი და SETI, უცხო სიცოცხლის არსებობის დამტკიცებას ტექნოლოგიური ნიშნების გამოვლენით აპირებენ. თუ ისინი კოსმოსიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალის მიღებას შეძლებენ, სიგნალი ტექნიკურად ჩვენზე მაღლა მდგომი ცივილიზაციის მიერ იქნება გადმოცემული (უძველესი სამყაროები: ვარსკვლავიდან ცივილიზაციამდე; მანქანური ცივილიზაცია), რადგან – ”ნეანდერტალელებს გადამცემების აწყობა არ შეუძლიათ. როგორ იმოქმედებს ჩვენზე არამიწიერი მიკრობების ან გონის აღმოჩენა? ეს არ იქნება უბრალოდ ბიოლოგიის წიგნში შეტანილი კიდევ ერთი შესწორება, დიდი ფილოსოფიური ცვლილებები გველის. ”ფაქტი ყველაფერს შეცვლის, რაც აქამდე ვიცოდით” – ამბობს შოსტაკი (კიდევ სიცოცხლის შესახებ; ანომალური მოვლენები).
არამიწიერი ცივილიზაციების მძებნელი ამერიკული ინსტიტუტის (SETI, Search for Extraterrestrial Intelligence) მთავარი ასტრონომი დარწმუნებულია, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ერთადერთი მოაზროვნე არსება სამყაროში.
შოსტაკის თქმით, სხვა ცივილიზაციების არსებობის დამადასტურებელი სიგნალის მიღება უახლოეს 10-12 წელიწადში მოხდება.
– როგორ ხდება ძებნა?
– ჩვენ ვიყენებთ რადიოტელესკოპებს, გიგანტურ ანტენებსა და მასივებს, რათა რომელიმე განვითარებული ცივილიზაციის მიერ გადმოცემული სიგნალი დავაფიქსიროთ. დღევანდელი დღისთვის, ეს არის ერთად-ერთი და ძირითადი მეთოდი. იქმნება მძლავრი ლაზერული ანთებების დამაფიქსირებელი მოწყობილობაც, თუმცა, ჯერჯერობით, მას არ ვიყენებთ.
ალენის რადიოტელესკოპთა მასივი (SETI).
– ცრუ სიგნალებს რამდენად ხშირად ღებულობთ?
– უამრავი სიგნალი მოდის, ლამის ყოველ 10 წამში. ყველას ვამოწმებთ, რაც ავტომატურ რეჟიმში ხდება. პრაქტიკულად ყველა მათგანი, მიწიერი წარმომავლობის ხარვეზია. ძალიან ძლიერი სისტემები გვაქვს(მათ შორის, მოხალისეების კომპიუტერებიც – SETI@home), რაც ამის გაკეთების საშუალებას იძლევა. წელიწადში ორჯერ, ან 5-10 წლიანი პერიოდებით, შეიძლება მოვიდეს სიგნალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არის ხოლმე საინტერესო.
– თქვენი აზრით, რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს უცხო ცივილიზაციის აღმოჩენა?
– 8 წლის წინ, გერმანიაში გამოსვლისას, აუდიტორიაში მჯდომ ყველა ადამიანს დავენიძლავე, რომ უახლოეს 10-20 წელიწადში მოხდება ეს. დავნაძლევდით ფინჯან ყავაზე, თუ წავაგე, ძალიან ბევრი ყავის ყიდვა მომიწევს.
– წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი სიგნალი მართლაც მივიღეთ, რა იქნება მერე, ყველას გააგებინებთ?
– ბევრს ჰგონია, რომ პირველად ამის შესახებ მთავრობა გაიგებს. სინამდვილეში, ხელისუფლება არაფერში მონაწილეობს და არც ფინანსირებას ვღებულობთ მათგან. პარანოიაა იმაზე ფიქრი, რომ სიგნალის მიღების თანავე, საქმეში მთავრობა ჩაერევა და ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება. ერთი საეჭვო სიგნალი, მაგალითად, 1997 წელს მივიღეთ, თუმცა არავის დაუმალავს.
ველოდი, რომ თეთრი სახლიდან დამირეკავდნენ, ან შავტანსაცმლიანები მოვიდოდნენ 🙂 ქალაქის მერი მაინც დამირეკავდა. მასმედიის გარდა არავინ დაინტერესდა. რუსულ РАТАН-600-ზე მიღებული სიგნალის ამბავი რომ გავრცელდა, 70-მდე ზარი შემოვიდა და ყველა მათგანი, მასმედიის წარმომადგენლებმა განახოციელეს.
– თუ ეს მართლაც მოხდა, კოსმოსთან დამოკიდებულებაში რა შეიცვლება?
– ვფიქრობ, ყველა იმ ადგილის შესწავლას დაიწყებს, საიდანაც სიგნალი მოვა, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოს. ისეთებიც გამოჩნდებიან, ვისაც საპასუხო სიგნალის გაგზავნა მოუნდება. აჩქარება საჭირო არ არის, რადგან თუ სიგნალის წყარომდე მანძილი, მაგალითად, 200 სინათლის წელი იქნება, პასუხიც ამავე დროში მივა ადრესატამდე და თუ გვიპასუხეს, ისევ 200 წელი უნდა ველოდოთ (კიდევ 1500 წელი უნდა ველოდოთ?!).
– არამიწიერ ცივილიზაციებს კიდევ რომელი ორგანიზაციები ეძებენ? NASA-ც მათ რიცხვშია?
– არა, NASA ამაში არ მონაწილეობს. მხოლოდ ჯგუფი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლიში. გარდა ამისა, მცირე მასშტაბის ძალისხმევით, ძებნაში ჰარვარდის ფიზიკის კათედრაც მონაწილეობს.
– ექსპერტთა უმრავლესობა ამ სფეროს ლიდერად თქვენ ორგანიზაციას თვლის.
– კი, სწორედ ასეც იყო. თუმცა, რუსი მილიარდერის(იური მილნერი) წყალობით, ხსენებულ ფიზიკის კათედრას უკვე ბევრი ფული აქვს. მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ (Breakthrough Initiatives – კენტავრის ალფას დეტალურად შესასწავლი ფინანსები).
– 10 მილიარდიანი ბიუჯეტი რომ გქონდეთ, როგორ გამოიყენებდით?
– 10 მილიარდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ 10 ან 100 მილიონი რომ გვქონდეს, მეტი სიმძლავრის მოწყობილობის შექმნაზე დავხარჯავდით, რაც მეტი სისწრაფით მუშაობის საშუალებას მოგვცემდა.
ჩვენი მოწყობილობის კონსტრუქციის შეცვლა და გამომთვლელი სიმძლავრის დამატება რომ შეგვეძლოს, ძიების სიჩქარე მინიმუმ 100-ჯერ გაიზრდებოდა.
– როგორი შეიძლება იყვნენ ისინი?
– მაგ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებს ჩვენ არ ვატარებთ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, გავიგოთ, არსებობენ თუ არა ისინი. მხოლოდ ამის შემდეგ შიძლება ვიფიქროთ, რას შეიძლება წარმოადგენდნენ უცხოები.
ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ კომპიუტერების განვითარების დღევანდელ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, სამყაროს მეტი ნაწილი არაბიოლოგიური არსებებით იქნება დასახლებული. ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, თუმცა არა მგონია, ყველა დაეთანხმოს ამ მოსაზრებას. აქედან გამომდინარე, უცხოპლანეტელები, მოაზროვნე მანქანები თუ იქნებიან (უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები).
– ასე რატომ თვლით?
– მძლავრი რადიოგადამცემის შექმნა სულ რაღაც 100 წლის წინათ მოვახერხეთ, ხოლო ლაზერების გამოგონებიდან კიდევ უფრო მცირე დრო გავიდა. 100 ან 200 წლის მერე კი მანქანები გვექნება, რომელთაც დამოუკიდებლად აზროვნება შეეძლება (როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?; არესიბო – ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში).
ამგვარად, მხოლოდ რამდენიმე ასწლეული გრძელდება პერიოდი, როდესაც ცივილიზაციას კონტაქტში შესვლა შეუძლია, გააჩნია ინტელექტი და ბიოლოგიური წარმოშობისაა. სამყაროს ასაკთან შედარებით კი ეს პერიოდი უკიდურესად მცირეა (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
– არც ის არის გამორიცხული, რომ კაცობრიობაც ძალიან მალე განვითარდეს.
– შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაზე უკეთესები ვართ მთელ სამყაროში, რაც მცდარი წარმოდგენაა (დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…).
– საფრთხე თუ არსებობს იმისა, რომ აღმოჩენილი ინტელექტის მატარებლები მტრულად იქნებიან ჩვენ მიმართ განწყობილნი?
– ვინ იცის? თუ ბიოლოგიური არსებები იქნებიან, აგრესიულობის შანსიც მეტი იქნება. ბიოლოგიურ სისტემაში დარვინისეული ევოლუციის პრინციპი მოქმედებს, რომლის მიხედვით, თუ ერთი სახეობის წარმომადგენელთა რაღაც პროცენტი მაინც იქნება აგრესიული, უკიდურეს შემთხვევაში, მათთვისვე მაინც არის უკეთესი.
ბიოლოგიურ უცხოპლანეტელთა რაღაც ნაწილი მაინც იქნება აგრესიული. მანქანური არსებების შემთხვევაში, საერთოდ ძნელი წარმოსადგენია რა მიზენები შეიძლება ამოძრავებდეთ მათ.
– კაცობრიობა სიცოცხლის ბიოლოგიური ფორმაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არამიწიერი ცივილიზაციებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ?
– არა მგონია, რომ აგრესია გამოვამჟღავნოთ მათ მიმართ. საქმე ისაა, რომ ვერაფერს დავაკლებთ, რადგან უზამაზარი მანძილების გამო, იქამდე მისვლას ვერ შევძლებთ, ანუ ვერც ისინი შეძლებენ ჩვენამდე მოსვლას (პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?).
– უცხო სიგნალის მიღების მერე, მისი წარმოშობის შესახებ რა შეიძლება გავიგოთ?
– ეს, უბრალოდ, სიგნალი იქნება და მეტი არაფერი. მისი წყაროს შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვით.
ღამე, მანქანაში ჩართული რადიო რომელიმე რადიოსადგურის სიგნალს დაიჭერს, თუმცა როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რადიოსადგური, ვერ გავიგებთ. ალბათ, ვერც იმას გავიგებთ, სად მდებარეობს იგი.
სიგნალის წყაროს მიმართულებაზე ზოგადი წარმოდგენა გვექნება. შემდეგ, ვეცდებით გავიგოთ, არის თუ არა იქ ეგზოპლანეტები, მანამდე კი ძალიან მცირე ინფორმაცია გვექნება გარდა იმისა, რომ იქ რადიოგადამცემის აწყობის უნარის მქონე ცივილიზაცია არსებობს.
– კოსმოსში ჩვენი სიგნალების გაშვება თუ არის მიზანშეწონილი?
– პირადად მე, ეს საკითხი მცირედ მაღელვებს. მეორე მსოფლიო ომის დროიდან დაწყებული, რადიოგამოსხივება ისედაც მუდმივად იპარება. თუ ეს სარისკო საქმეა, მაშინ აორეპორტების რადარებიც უნდა გამოვრთოთ?! თუ იქ ვინმე მართლაც არის(70-მდე სინათლის წლის რადიუსში), ძლიერი მიმღები მოწყობილობის აგების შესაძლებლობებით, ჩვენი არსებობის შესახებ უკვე გავაგებინეთ (დაისონის სფერო გაქრა?; რეპროდუქციის უნარის მქონე მანქანათა არ არსებობის მიზეზი სამყაროში; ”უცხოპლანეტელების მოძებნა თუ გვინდა, ჩვენი თავი მათ ადგილზე უნდა დავაყენოთ”; ისევ იდუმალი სიგნალები; ვატიკანი უცხოპლანეტელებით ინტერესდება; უცნაური რადიოექო; SETI Live: მიიღე მონაწილეობა უცხოპლანეტელების ძებნაში).