SETI Live: მიიღე მონაწილეობა უცხოპლანეტელების ძებნაში

 SETI Live საზოგადოებას თხოვს გააანალიზოს მონაცემები, რომლებშიც ისინი მოძებნიან რაიმე უცნაურ ნიშნებს, რაც ავტომატიზირებულ ანალიზს არ შეუძლია. SETI Live იმ რადიოსიგნალებზე მუშაობს, რომლებსაც ”კეპლერის” მიერ აღმოჩენილი პლანეტებისკენ მიმართული ალენის ტელესკოპთა სისტემა იღებს(კალიფორნია).

 ”არის სიხშირეები, რომლებსაც ჩვენი ავტომატიზირებული სისტემები იგნორირებას უკეთებენ, რადგან მათში არის ძალიან ბევრი, ჩვენი ცივილიზაციისგან გამოსხივებული სიგნალი, რომელთაც არამიწიერი ცივილიზაციების სიგნალის გადაფარვა შეუძლიათ. ვიმედოვნებ, რომ მოხალისეთა არმია ამ  გადატვირთულ სიხშირეებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. სამუშაოს რეალურ დროში კეთებისას, ჩვენ საშუალება გვექნება თვალი ვადევნოთ, თუ რა აღმოჩინეს მოხალისეებმა”.

 მოქალაქე მეცნიერები მონაცემთა იმ ნაწილს მიიღებენ, რომლებშიც SETI-ის ავტომატურ რეჟიმში მომუშავე აპარატურის დამაბნეველი უამრავი სიგნალია. მოხალისეებს მეცნიერების გასაფრთხილებლად სიგნალების აღწერის და კლასიფიცირების უფლება ექნებათ. თუ იგივე სიგნალში ბევრი სხვა ადამიანიც აღმოაჩენს რაიმე საეჭვოს, მაშინ ალენის სისტემა მუშაობას შეწყვეტს და ისევ იქეთ შებრუნდება, საიდანაც ეს სიგნალი იქნა მიღებული, მისი გადამოწმების მიზნით.

 ნადირობაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ: http://setilive.org/

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.