უძველესი სამყაროები: ვარსკვლავიდან ცივილიზაციამდე

 თუ სამყაროში სიცოცხლის განსხვავებული ფორმები არსებობენ, ადამიანების გარდა, მათი ცივილიზაცია ჩვენსაზე გაცელებით ხნიერი შეიძლება აღმოჩნდეს.

 ფანტასტები უკვე დიდი ხანია სიცოცხლისათვის შესაფერის სხვა პლანეტებზე და მათზე არსებულ ცივილიზაციებზე ფანტაზიორობენ. მეცნიერები კი წინ ძალიან ნელა მიიწევენ: მხოლოდ ახლა ვიგებთ, რომ სამყაროში სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტები მართლაც არსებობენ. არიან თუ არა ისინი მოაზროვნე არსებებით დასახლებულნი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ დიდი ხანი არ იქნება.

 ასეთ პლანეთათა მაცხოვრებლებს ფანტასტები ხშირად გაცილებით განვითარებულ ცილლიზაციებად(მანქანური) წარმოგვიდგენენ ხოლმე, ვიდრე ჩვენია. არის კი თეორიული შანსი იმისა, რომ სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტები დედამიწაზე მილიარდობით წლით ადრე შეიძლება ჩამოყალიბებულიყვნენ..?

 საინტერესო კითხვაა, რადგან დაკვირვებების მიხედვით რაც უფრო მეტალურია ვარსკვლავი(ანუ, მასში დიდი რაოდენობითაა წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები), მით მეტია მასთან დიდი ზომის პლანეტების აღმოჩენის შანსი, როგორებიც გაზური გიგანტები არიან. თუმცა, რაც უფრო ადრე ჩამოყალიბდა ვარსკვლავი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს მისი მეტალურობა, რადგან ყველა მძიმე ელემენტები ხომ წინა ვარსკვლავთა სიღრმეებში ჩამოყალიბდნენ და ამის მერე ახალი თაობის ვარსკვლავებში მოხვდნენ.

 გამოდის, რომ რაც უფრო შორს მივდივრთ წარსულში, მით ნაკლებია ვარსკვლავთან პლანეტის ჩამოყალიბების ალბათობა, ყოველ შემთხვევაში, გაზურის(1). როგორ არის საქმე საშუალო ზომისა და კლდოვან პლანეტებთან, მაგალითად, როგორიცაა დედამიწა..?

 ახალი კვლევების მიხედით ზემოთ ხსენებული წესები კლდოვანებზე არ ვრცელდება, თან ვარსკვლავის მეტალურობასთან დამოკიდებულება პლანეტის ზომების კლებასთან ერთად მცირდება. გამოდის, რომ იუპიტერის მაგვარი გოლიათები, პლანეტათა საკმოდ ახალგაზრდა ტიპია, ხოლო სიცოცხლისათვის შესაფერისი სამყაროები და მათზე არსებული ჰიპოთეტური ცივილიზაციები გაცილებით ძველები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.