ცაზე ორი მზე იქნება?!

 მალე შეიძლება უნიკალური მოვლენის მომსწრენი გავხდეთ, რომელიც მხოლოდ ათასობით წლიწადში ერთხელ მეორდება. ამ მოვლენას ავსტრალიელი მეცნიერი ბრედ კარტერი იკვლევს. მისი გამოთვლებით დედამიწიდან 640 სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთი მასიური ვარსკვლავი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ზეახალად აფეთქდეს.