მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის შექმნა რეალური ხდება

პროგრამა SKA-ს შექმნაში შემდეგი ქვეყნები მონაწილეობენ: ავსტრალია, ჩინეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა როგორც იქნა ჩამოაყალიბეს დამფუძნებელთა საბჭო, რომელიც უხელმძღვანელებს პლანეტაზე ყველაზე დიდი და ყველაზე მაღალი მგრძნობელობის ტელესკოპების სისტემის მშენებლობას. პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდი ევროა.