ფარდობითობის თეორია

 ამბობენ, რომ იდეა ალბერტ აინშტაინს წამიერად მოუვიდა. როცა ცნობილი მეცნიერი ბერნის(შვეიცარია) ტრამვაითი მგზავრობდა.

რა იყო დიდ აფეთქებამდე?

  კოსმოლოგიური თეორიის თანახმად, ჩვენი სამყაროს არსებობა დიდი აფეთქებით დაიწყო – მოხდა მატერიის სწრაფი გაფართოება ზემკვრივი მდგომარეობიდან სამყაროსეულ მასშტაბებამდე, რომელიც ახლაც გრძელდება.

მზე უფრო დიდია თუ შავი ხვრელი?(ნიკა)

შავი ხვრელი ფაქტიურად წერტილის ზომისაა, წერტილის, რომელსაც სინგულარობას უწოდებენ. თუ მზე დრო- სივრცეს თავისი გრავიტაციით მხოლოდ ფორმას უცვლის, შავი ხვრელი მასში მთლიანად „იძირება“.

 

 

აინშტაინის თეორიების კიდევ ერთი მტკიცებულება

 თანამგზავრმა აინშტაინის წინასწარმეტყველების მართებულობა დაამტკიცა, კერძოდ ფარდობითობის საერთო თეორიაში არსებული ორი მნიშვნელოვანი მომენტი – გრავიტაცია დრო-სივრცის დეფორმაციას იწვევს, მბრუნავი მასიური სხეული მოძრაობაში იყოლიებს დრო-სივრცეს.

სამყარო ჰოლოგრამაა?!

  ფერმის სახელობის(Fermilab) ასტროფიზიკური კვლევების ლაბორატორიის მეცნიერები მუშაობენ მოწყობილობის შექმნაზე სახელად “ჰოლომეტრი”(Holomter), რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ უარყონ ყველაფერი, რაც კაცობრიობამ იცის სამყაროზე.

ჰიპერსივრცე

პასუხი დასმულ კითხვაზე: ბადრის

ფანტასტიკურ ლიტერატურაში ხშირად ხსენებული ადგილი სამყაროში, სადაც შესაძლებელია მოძრაობა სინათლის სხივის სიჩქარით. შეიძლება შევადაროთ ე.წ. „თხუნელას ხვრელს“ აინშტაინისეულ დრო-სივრცეში, სადაც ზოგიერთი თეორიის მიხედვით შესაძლებელია ტუნელური გადასვლა სამყაროს ერთი ნაწილიდან მეორეში „მოკლე გზით“.