აინშტაინის თეორიების კიდევ ერთი მტკიცებულება

 თანამგზავრმა აინშტაინის წინასწარმეტყველების მართებულობა დაამტკიცა, კერძოდ, ფარდობითობის ზოგად თეორიაში არსებული ორი მნიშვნელოვანი მომენტი – გრავიტაცია დრო-სივრცის დეფორმაციას იწვევს, მბრუნავი მასიური სხეული დრო-სივრცეს მოძრაობაში იყოლიებს.

 სამეცნიერო-კვლევითი თანამგზავრი – Gravity Probe B (GP-B), ორბიტაზე 2004 წელს გაიტანეს, ზემოთ აღნიშნული თეორიის გადასამოწმებლად –  გეოდეზიური ეფექტი და ლენზე-ტირინგის ეფექტი. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც ათვლის ინერციული სისტემების გაზრდა, რომელიც აღწერს მბრუნავი მასიური სხეულის მიერ მოძრაობაში აყოლიებული დრო-სივრცის რაოდენობას, ეს მაჩვენებელი სხეულის ბრუნვაზეა დამოკიდებული. თვალსაჩინოებისთვის, თაფლში ჩაძირული დედამიწა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პლანეტის ბრუნვასთან ერთად თაფლი მორევს ემსგავსება – ანალოგიური ემართება დრო-სივრცესაც.

 Gravity Probe B-ემ მონაცემების შეგროვება 2010 წელს დაასრულა. ორი გრავიტაციული ჰიპოთეზის შესამოწმებლად ოთხი ზეზუსტი გიროსკოპი იქნა გამოყენებული.

სანამ გიროსკოპის ბორბალი ტრიალებს გიროსკოპი საყრდენიდან არ ჩამოვარდება და არც ორიენტაციას დაკარგავს. ბრუნთა რიცხვის კლებასთან ერთად პრეცესია(ღერძის გადახრა) იზრდება.

 ვარსკვლავი IM Pegasi-სკენ ორიენტირებულმა აპარატმა ორივე ეფექტი უპრეცედენტო სიზუსტით დაამტკიცა. გრავიტაცია რომ დრო-სივრცეზე არ მოქმედებდეს, პოლარულ ორბიტაზე მყოფი GP-B ყოველთვის ერთი მიმართულებით იქნებოდა ორიენტირებული. გიროსკოპებმა დააფიქსირეს ძალიან მცირე, თუმცა გაზომვადი გადახრა, რაც გრავიტაციულმა ბიძგებმა გამოიწვია. ეს დიდი წარმატებაა, ოღონდ იმაზე მიმანიშნებელიც, რომ მომავალში აინშტაინისეული თეორიების დასაზუსტებლად კიდევ უფრო ზუსტი მოწყობილობა გახდება საჭირო(დროის სვლის შენელება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.