კიდევ ერთი საშიში ასტეროიდი

 

 

ასტეროიდი ნომრით YU55 თუ დედამიწაზე ჩამოვარდება, აფეთქების სიმძლავრე 65 ათასი ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური იქნება. პლანეტის ზედაპირზე კი 10 კილომეტრი დიამეტრის და 600 მეტრი სიღრმის კრატერი გაჩნდება.

მოუახლოვდება რა დედამიწას 323 ათასი კილომეტრის მანძილზე, ასტეროიდი იქცევა ადამიანის მიერ დაფიქსირებულ დიდი ზომის ობიექტთა შორის ყველაზე ახლო დისტანციაზე მოძრავ ციურ სხეულად. ნასამ ეს ობიექტი პონციურად საშიშ ობიექტებს მიაკუთვნა, თუმცა ზუსტად არის ცნობილი, რომ ის ჯერჯერობით საშიში არ არის.  YU55 მზის გარშემო 14 წლიანი პერიოდით ბრუნავს. ბოლოს ის დედამიწას 2010 წელს მოუახლოვდა, 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე. ამჟამად ასტრონომებისთვის 874 პოტენციურად საშიში ასტეროიდია ცნობილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.