რა იყო დიდ აფეთქებამდე?

 კოსმოლოგიური თეორიის თანახმად, ჩვენი სამყაროს არსებობა დიდი აფეთქებით დაიწყო – მოხდა მატერიის სწრაფი გაფართოება ზემკვრივი მდგომარეობიდან სამყაროსეულ მასშტაბებამდე, რაც ახლაც გრძელდება.

 ეს მოხდა დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინათ. ამაზე მიუთითებს დამზერილი და გადამოწმებული ფაქტების მთელი რიგი. თუმცა ეს არ ხსნის კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო სამყარომ პირველადი მდგომარეობიდან გაფართოება, ანუ სანამ დიდი აფეთქება მოხდებოდა. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღევანდელი დღისთვისაც არ არსებობს, მხოლოდ ვერსიები:

 სინგულარობა (ფრიდმანი). სამყარო გაჩნდა დროსთან ერთად დიდ აფეთქებაში, იყო სინგულარობის მდგომარეობაში, უსასრულო სიმკვრივით. დრო არის სამყაროში მომხდარი მოვლენების მიმდევროება. თუ სამყარო არ არსებობს, მაშინ არ ხდება არანაირი მოვლენა და შესაბამისად არ არსებობს დროც. ამ შემთხვევაში კითხვა იმის შესახებ, რა იყო დიდ აფეთქებამდე უზრობაა, როგორც კითხვა, რა წერია წიგნის ფურცლის კიდეს იქეთ. ფარდობითობის თეორიის განტოლებებისთვის დასაშვებია ამონახსნები, რომლებშიც დროს არა უსასრულოა, არამედ აქვს საწყისი ან ბოლო წერტილი. მოვლენები ამ წერტილებს იქეთ ან აქეთ არ არსებობენ.

  •  პულსირებადი სამყაროს თეორია. ამ თეორიის თანახმად გარკვეული დროის მერე სამყაროს გაფართოება შეკუმშვით იცვლება. ამ დროს გრავიტაციის ზემოქმედებით მთელი მატერია ისევ ერთ წერტილში იყრის თავს. არსებობდა ვარაუდები, რომ ეს მდგომარეობა ახალი დიდი აფეთქების წინა პირობაა, რომელიც ახალ სამყაროს გააჩენს. შესაძლებელია, რომ ჩვენი სამყაროს გაჩენასაც წინ უძღვოდა სხვა სამყაროს შეკუმშვა. თუმცა პულსირებადი სამყაროს მოდელი სერიოზულ პრობლემებს წააწყდა და სპეციალისტთა უმრავლესობა მას არ იზიარებს.
  •   გრავიტაციის კვანტური თეორია. დიდი აფეთქებიდან 10 ˉ 35 წამამდე მატერიის სიმკვრივე უტოლდებოდა ე.წ. პლანკურ სიმკვრივეს(1093 გ/სმ3). ასეთ პირობებში გრავიტაციის თეორიის განტოლებებში კვანტური ეფექტები ანგარიშგააწევი ხდება. თუმცა დღეისათვის ველის კვანტურ თეორიას არ გააჩნია ჩამოყალიბებული სახე. ამიტომ შეუძლებელია დაზუსტებით თქმა იმისა, თუ რა ხდებოდა 10 ˉ 35 წმ-მდე და შესაბამისად დიდ აფეთქებამდე.
  •  დრო-სივრცული ქაფი (უილერ, პენროუზი). ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ზემოთ ხსენებულ ექსტრემალურ პირობებში მყოფ დრო-სივრცეს არა აქვს ისეთი სახე, როგორსაც ჩვენ შევეჩვიეთ. ის დრო-სივრცულ ქაფს წარმოადგენს, რომელშიც განუწყვეტლივ ჩნდებიან და ქრებიან ე.წ. „თხუნელას ორმოები“ და პატარა ავტონომური სამყაროები. ასეთი სამყაროებიდან ერთ-ერთს რაიმე მიზეზის გამო შეეძლო მიეღო დიდი ზომები და შესაძლებელია ის ჩვენ სამყაროს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში დიდ აფეთქებას წინ უძღვოდა სამყაროს ყოფნა კვანტური დრო-სივრცის ქაფის მდგომარეობაში.
  •  ინფლაციის თეორია (გუთი, ლინდე, ვილენკინი). ინფლაციური თეორიის მიხედვით დიდი აფეთქება არის ვაკუუმის ფაზური გადასვლა ზემაღალი ენერგეტიკული მდგომარეობიდან თანამედროვე, ნულის ტოლი ან ნულთან ახლოს მყოფი სიმკვრივის ენერგიაში. ენერგიის ნაწილი მატერიის ნაწილაკების შექმნაზე წავიდა. დიდ აფეთქებამდე ვაკუუმის მაღალი ენერგია სამყაროს დიდი აჩქარებით გაფაეთიოებას აიძულებდა. თეორიის მიხედვით ეს გაფართოება სამყაროს უშორეს ნაწილებში ახლაც გრძელდება, სადაც ფაზური გადასვლა(ანუ დიდი აფეთქება) ჯერ კიდევ არ მომხდარა, თუმცა სამყაროს უზარმაზარი სიჩქარით გაფართოების გამო (სინათლის სიჩქარეზე რამდენიმეჯერ სწრაფად) იქ მოხვედრა (ან დანახვა) შეუძლებელია (მულტისამყარო).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.