“თხუნელას ორმო – ვარსკვლავები”

 თხუნელას ორმოებს ფანტასტიკური ფილმებისა და მოთხრობების გმირები სამყაროში სამოგზაუროდ იყენებენ, თუმცა ასეთი ტიპის ბუნებრივი ობიექტების არსებობაზე მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ.

  ადრე განხილულისგან განსხვავებით მოდელი “თხუნელას ორმო პლიუს ვარსკვლავი” ერთმანეთთან აკავშირებს დრო-სივრცის არა ორ ცარიელ წერტილს, არამედ ორი მასიური სხეულის ცენტრებს, რომლებიც ერთმანეთისგან დიდი მანძილებით არიან დაშორებულნი.

 ასეთი ორმოს შესაძლებელი ქცევის დასანახავად, რომელიც მასიური ობიექტის შიგნით არსებობს(ნორმალურ ან ნეიტრონულ ვარსკვლავში), ვლადიმერ ჯუნუშალიევმა ევრაზიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან(ყაზახეთი) და მისმა კოლეგებმა ოლდენბურგის უნივერსიტეტიდან, შექმნეს სპეციალური მოდელი. მათემატიკური განტოლებებით მათ გამოითვალეს ორმხრივი თხუნელას ორმოს მახასიათებლები, რომლის “კედლები” ეკზოტიკური მატერიითაა გამაგრებული, ხოლო შესასვლელები ორ სხვა და სხვა ვარსკვლავის ცენტრებში მდებარეობენ.

 გათვლებმა აჩვენე, რომ ასეთი ორმო სტაბილურია და მასში შეუძლია გაიაროს ჩვეულებრივმა მატერიამ(ანუ ვარსკვლავის შემადგენელმა მატერიამაც). ავტორები აცხადებენ, რომ საჭიროა კვლევების გაგრძელება და ასეთი ეკზოტიური სისტემების დეტალური ანალიზი, რათა მოიძებნოს გზა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა ნიშნით უნდა ვეძებოთ მსგავსი წარმონაქმნები კოსმოსში.

 ასეთნაირად დაკავშირებული სისტემა შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ორი ერთნაირი პარამეტრების მქონე ვარსკვლავი(თუნდაც ბოლომდე არ იყოს გასაგები, როგორ არიან დაკავშირებულნი ისინი ორმოებთან). ამას გარდა, ორმოს ყელში მატერიის მოძრაობას შეიძლება ჰქონდეს რხევითი ხასიათი და მუდმივად მოქმედებდეს ორმოებით დაკავშირებული ორი ვარსკვლავის გამოსხივების ცვლილებაზე.

 თუ ჯუნუშალიევისა და მისი თანამოაზრეების ვარაუდი სიმართლეა, მაშინ ასტრონომულმა დაკვირვებებმა უნდა დაამტკიცონ ეს თეორია. თხუნელას ორმოების არსებობა ხომ დღემდე არ არის დამტკიცებული, ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები კი არ კრძალავენ სამყაროში ასეთი “ნახვრეტების” არსებობას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.