პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე

მზის სისტემის პლანეტები, როგორც დედამიწა, “პლანეტოძვრებს” განიცდიან. ეს დაამტკიცა უკვე ისტორიად ქცეულმა “აპოლონის” მისიებმა მთვარეზე. მისიის დროს მიღებულ მონაცემებს მეცნიერები ახლაც იკვლევენ და მათზე დაყრდნობით ადგენენ პლანეტების კვლევის მომავალ გეგმებს. რატომ ვსწავლობთ ჩვენ პლანეტების სეისმოაქტიურობას? და რა ვიცით მის შესახებ?

ყველა ვარსკვლავი ერთი ფორმისაა?(სანდრო)

კი, ყველა ვარსკვლავი სფეროს ფორმისაა, თუმცა არა იდეალურად მრგვალი, პულუსებთან ხდება მათი მცირე შებრტყელება, რადგან ეკვატორული და პულუსური სარტყელები სხვა და სხვა სიჩქარით მოძრაობენ ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გარშემო(ბირთვი კიდევ უფრო სწრაფად ტრიალებს). ეს ეხება გაზურ მდგომარეობაში მყოფ პლანეტა გიგანტებსაც(იუპიტერი, სატურნი, ურანი,ნეპტუნი).

 

ყველაზე კომპაქტური პლანეტარული სისტემა

პლანეტების რაოდენობა ვარსკვლავ კეპლერ-11-ის გარშემო ყველაზე მრავალრიცხოვანია აქამდე ცნობილსისტემებს შორის, ამავე დროს, მზის სისტემაში რომგადმოგვეტანა ის თავისუფლად მოთავსდებოდამერკურის(უახლოესი პლანეტა მზესთან) ორბიტის შიგნით.

ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა

  მალე ორი ერთნაირი ზონდი მოხვდება იქ, სადაც აღარც მზის მაგნიტური ველია და აღარც მზიდან ამოფრქვეული ნივთიერების ნაკადები, იქ ჰელიოსფეროს ბუშტი ადგილს უთმობს ვარსკვლავთშორის სივრცეს. მზის სისტემის ბოლო საზღვრიდან, რომელიც ხახვის ფურცლებივითაა ჩახვეული, მონაცემები გადმოსცა ყველაზე შორეულმა კოსმოსურმა აპარატმა. კოსმოსური მზვერავი Voyager 1 ახლა დედამიწიდან 17,41 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და თითქმის 116-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე ჩვენი პლანეტა და მზე ერთმანეთისგან. ეს ყველაზე უშორესი ხელოვნური ობიექტია ისტორიაში, აპარატმა თავისი ამტანობით თვით შემქმნელებიც კი გააოცა.