ჩვეულებრივი ვარსკვლავი ყველაზე უფრო ძლიერი მაგნიტური ველით

 ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ამ მომენტისთვის ცნობილთა შორის ყველაზე უფრო მძლავრი მაგნიტური ველის მქონე ვარსკვლავი აღმოაჩინეს(მაკდონალდის ობსერვატორია).

 კვლევის ჩარჩოებში, მეცნიერებმა პერსევსის თანავარსკვლავედში 20 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ცისფერი გიგანტი შეისწავლეს(სპექტრული კლასი O). მისი მასა მზისაზე 35-ჯერ მეტია. დროის კოსმოსური მასშტაბების მიხედვით, ასეთი ვარსკვლავები ძალიან მცირე ხანს, სულ რამდენიმე მილიონი წელი ცოცხლობენ(მზისმაგავრი მნათობებისთვის ეს მონაცემი 10 მილიარდ წელს უტოლდება). გიგანტების განსაკუთრებული განმასხვავებელი თვისება ისაა, რომ ისინი უკიდურესად ძლიერი ვარსკვლავური ქარების წყაროებია(მნათობების მიერ გამოსხივებული დამუხტული ნაწილაკების ნაკადი(1). მთლიანობაში, ვარსკვლავი მასის მესამედს ასეთი გამოსხივებით კარგავს. მაგნიტური ველის გასწვრივ ნაწილაკების მოძრაობა ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრზე ახდენს ზემოქმედებას. სპექტრის თავისებურებების ანალიზით ამ მაგნიტური ველის პარამეტრების დადგენაა შესაძლებელი.

 მეცნიერებმა ხსენებული ვარსკვლავის სპექტრი ტელესკოპ CFHT-ზე(ჰავაი, მაუნა-კეას მთა) დაყენებული სპექტროგრაფის ESPaDOnS-ით შეისწავლეს. დადგინდა, რომ ვარსკვლავის პოლარულ რაიონებში მაგნიტური ველის დაძაბულობა 20 000 გაუსს უტოლდება. ეს 20 ათასჯერ მეტია მზის ანოლოგიურ პარამეტრზე და აბსოლუტური რეკორდია მთავრი მიმდევრობის ვარსკვლავთა შორის(პირველობა კი რაღა თქმა უნდა ნეიტრონულ ვარსკვლავებს – მაგნეტარებს ეკუთვნით).

 აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის ბრუნვის სიხშირე უკიდურესად მცირე აღმოჩნდა – 160 დღე. მზე თავისი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს 25 დღეში აკეთებს. გამოდის, რომ მაგნიტური ველის სიმძლავრე ბრუნვისგან გამოწვეულ დინამიურ ეფექტებზე არ არის დამოკიდებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.