ვეშაპის ტაუს შუქში ხუთი ეკზოპლანეტის კვალი აღმოაჩინეს

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დედამიწასთან ახლოს მყოფ ერთ-ერთ ვარსკვლავთან, ვეშაპის ტაუსთან, ხუთი ეკზოპლანეტა შეიძლება იყოს, რომელთაგან ერთი პოტენციურად სასიცოცხლო ზონაში იმყოფება(ScienceNews).

უკეთესი საცხოვრებელი

 მთელს ირმის ნახტომში გაფანტული არიან ვარსკვლავები, რომლებიც მზეს ჰგვანან. მათი პლანეტები სიცოცხლისათვის უფრო მეტად თავსებადი შეიძლება აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვენი მშობლიური დედამიწაა(OSU).