ვეშაპის ტაუს შუქში ხუთი ეკზოპლანეტის კვალი აღმოაჩინეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ დედამიწასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ვარსკვლავთან, ვეშაპის ტაუსთან, ხუთი ეკზოპლანეტა შეიძლება იყოს, რომელთაგან ერთი, სიცცოხლისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს(ScienceNews).

 ასტრონომთა მონაცემებით, ვეშაპის ტაუს გარშემო ხუთი ეკზოპლანეტა ბრუნავს, დედამიწის 2; 3,1; 3,6; 4,3 და 6,6 მასებით. მათი ორბიტალური პერიოდებით – 13,9; 35,4; 94; 68 და 640 დღე შესაბამისად. მათ შორის ყველაზე ბოლო, ვეშაპის ტაუს e-ზე, თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი, ანუ ის სიცოცხლისათვის თავსებადი ეკზოპლანეტების კლასს ეკუთვნის.

 ვეშაპის ტაუზე დასაკვირვებლად ასტრონომებმა რამდენიმე ტელესკოპი გამოიყენეს, რომლებიც ჩილეში, ავსტრალიაში და ჰავაზის კუნძულებზა განთავსებული. გარდა ამისა, მონაცემების სტატიკური დამუშავებისათვის ხარვეზების მოშორების ახალი მეთოდი იქნა შემჲშავებული, რომელიც ეკზოპლანეტების ძებნის საქმეში ჯერ არასოდეს გამოუყენებიათ. მეცნიერთა თქმით, მიღებული შედეგები დამატებით გადამოწმებას მოითხოვს, რასაც შეიძლება 10-მდე წელიწადი დასჭირდეს.

 ვეშაპის ტაუ, დედამიწიდან 12 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, რაც უახლოეს კენტავრის ალფამდე მანძილზე სამჯერ მეტია. ეს ვარსკვლავი ძალიან ჰგავს მზეს – სპექტრალური კლასით, ასაკით. სამოციან წლებში, არამიწიერი ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი სიგნალების ძიების პროგრამაში ის, მოსმენის პირველი კანდიდატი იყო(SETI).

 თავიანთ კვლევაში მეცნიერებმა პლანეტების აღმოჩენის დოპლერისეული ვარიანტი გამოიყენეს. მოძრაობს რა პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო, გრავიტაციული ზემოქმედებით ოდნავ არყევს მას. ამ პერიოდული რხევის სიჩქარე, ჩვეულებრივ, ძალიან მცირეა და წამში რამდენიმე მეტრს შეადგენს. თუმცა, ვარსკვლავის სინათლეზე დაკვირვებისას, სიჩქარის პერიოდული ცვლილების დაფიქსირება დოპლერის ეფექტითაა შესაძლებელი, ის პერიოდულად, სპექტრის ხან გრძელ ნაწილში და ხანაც მოკლე ნაწილში ინაცვლებს. რაც უფრო მასიურია პლანეტა, ხოლო ვარსკვლავი პატარა, მით უფრო ძლიერია დამზერილი წანაცვლება და მით უფრო ადვილია ეკზოპლანეტის აღმოჩენა.

ამ მეთოდის ალტერნატივაა ტრანზიტული მეთოდი, როცა პლანეტა ვარსკვლავის პერიოდულ დაბნელებებს იწვევს. ასეთი მეთოდით ახორციელებს ძიებას ორბიტალური ტელესკოპიკეპლერი“, რომლის საშუალებითაც უხლოეს კენტავრის ალფასთან ეკზოპლანეტა იქნა აღმოცენილი(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.