გალაქტიკა NGC 922: შეჯახებათა რგოლი

 ის რაც ზუსტადაა ცნობილი, 300 მილიონი წლის წინათ NGC 922 დიდი და პატარა გალაქტიკების შერწყმით გაჩნდა. როგორც წყალში ჩაგდებული ქვისგან, ადრინდელმა დარტყმამ თავის გარშემო წრეები წარმოქმნა – შესქელებების ტალღებმა გაზსა და მტვერში, რომლებიც თითქმის ცენტრალური ნაწილიდან გამოდიან, ვარსკვლავთშორისი ნივთიერებების ნაწილი ვარსკვლავებად აქცია. ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებულ ფოტოზე, რთული სტრუქტრურების მქონე გალაქტიკა NGC 922 წარმოდგენილი, მორკალური მარცხენა მხრით. მასზე, რენტგენის დიაპაზონში, ასევე ორბიტალური ობსერვატორია ”ჩანდრათი” დაკვირვებისას მანათობელი რამდენიმე წერტილი იკვეთება, რომლებიც შავი ხვრელები უნდა იყვნენ. მასიური შავი ხვრელების დიდმა რაოდენობამ მეცნიერები ძალიან გააკვირვა, რადგან NGC 922-ში არსებული გაზები მძიმე ლემენტებით არიან გამდიდრებულნი და რაიმე ძალიან მასიურის წარმოქმნას ხელი უნდა შეეშალოს. კვლევა გრძელდება. NGC 922 ზომა 75 000 სინათლის წელია და ჩვენგან 150 მილიონი სინათლის წლის მანძილითაა დაშოებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.