გალაქტიკათა ზღვა

ESO(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია)-ს მიერ გადაღებული ახალი სურათები ათასეულობით გალაქტიკების დემონსტრაციას ახდენენ, კერძოდ გალაქტიკათა დიდ ჯგუფს, რომელიც მასიურ გალაქტიკურ  გროვას, სახელად აბელს ეკუთვნის, ნომრით 315. ცაზე შეუიარაღებელი თვალით ყურებისას, მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების და მეზობელი უახლოესი სამი გალაქტიკის დანახვა შეიძლება(დიდი და პატარა მაგელანის ნისლეული, ანდრომედას გალაქტიკა). ადამიანის თვალი ძალიან სუსტია იმისათვის, რომ სურათზე გამოსახული გალაქტიკები დაინახოს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ ცა მთლიანად განათებული მოგვეჩვენებოდა.

 

როგორ მუშაობს ტელესკოპი

  ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.