ბნელი ძალები

რა დაემართა ფოტოზე გამოსახულ გალაქტიკურ გროვას? ამის გასარკვევად მარტო კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლით გადაღებული ფოტოები არ კმარა, აუცილებელია კომპიუტერული მოდელირების დახმარებაც. სურათზე ყოველი გადღაბნილი ყვითელი ლაქა ჩვეულებრივი გალაქტიკაა. ეს გალაქტიკები Abel 1689-ის უკან მდებარე, ფონური გალაქტიკებია, უმრავლესობა უცნაურად გადიდებულია და დამახინჯებული, მათ გრძელი და დეფორმირებული რკალების ფორმა მიიღეს, რაც გრავიტაციული ლინზირების შედეგია.

ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.

მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე

 წითელი წანაცვლება არის მასხივებელი წყაროს სპექტრულ ხაზში შემავალი ტალღების სიგრძის ზრდა(ხაზების წანაცვლება სპექტრის წითელი ნაწილისკენ) ეტალონური გამოსხივების წყაროს სპექტრთან შედარებით. არსებობს ორი მექანიზმი, რომლებიც წითელ წანაცვლებას იწვევენ(ან ორივე ერთად).