მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს?!

NASA-ს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” კოსმოსში ”პლანეტური უსაფრთხოების პროტოკოლის” დარღვევით გაუშვეს. ამ პროტოკოლის მიხედვით, ყველა კოსმოსური საკვლევი აპარატი საგულდაგულოდ უნდა იყოს სტერილიზებული, რომ არ დაუშვან დედამიწისეული ორგანიზმების შეტანა უცხო პლანეტებზე, ამ შემთხვევაში – მარსზე.

მარსის პანორამა „სფინქსიდან“

რას დავინახავდით მარსზე მოხვედრის შემთხვევაში? რობოტიზირებულმა აპარატმა „ფენიქსმა“, რომელიც მარსზე 2008 წელს დაეშვა, შეძლო ამ სანახაობის ჩვენთვის წარმოდგენა. სინამდვილეში ეს სურათი 100-ზე მეტი ფოტოს ციფრული კომბინაციებით არის შექმნილი, რომლებიც მთელი 360 გრადუსით გვაჩვენებენ რობოტის გარემომცველ ხედებს.