NASA-ს პრესკონფერენცია და “უცხოპლანეტელები” მექსიკის კონგრესში

 სპეციალური ჯგუფი, რომლის ამოცანა ეგრეთ წოდებული ამოუცნობი საჰაერო ფენომენების (UAP – Unidentified Aerial Phenomena) შესწავლაა, იგივე – ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, 2022 წლის ივნისში შეიქმნა. ამოუცნობი საჰაერო ფენომენი ახალი ტერმინია, რომელიც მოიცავს ცაში, წყალქვეშ ან კოსმოსში არსებულ ობიექტებს ან მოვლენებს, რომელთა იდენტიფიცირება და მეცნიერულად ახსნა შეუძლებელია.

  ჯგუფმა, მაშინ, პირველი საჯარო შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ 800-ზე მეტი შეტყობინება შეისწავლა, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია ნამდვილად უჩვეულო. საუბარი იყო პენტაგონის მიერ წარმოდგენილ მოხსენებაზეც, აშშ-ს სამხედრო პილოტების მიერ 2004 წელს შემჩნეული და გადაღებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. მათი ოფიციალური წარმომადგენლების აზრით, ზოგიერთი ობიექტი მართლაც არამიწიერი წარმომავლობისა უნდა იყოს.

ექსპერიმენტის ჩარჩოებში, რომელსაც Twin Study (”ტყუპების კვლევა”) უწოდეს, სკოტ კელიმ ორბიტაზე თითქმის ერთი წელი გაატარა, მისი ტყუპი ძმა კი, ასევე ასტრონავტი, დედამიწაზე იმყოფებოდა.

 ნასას სპეციალისტთა თქმით, კვლევას აფერხებს თვითმხილველთა მოთხოვნა კონფედენციალურობაზე, აკრძალვა მათ პირად ცხოვრებაში შეჭრაზე. ადამიანები უარს ამბობენ საკვლევი მოწყობილობის დაყენებაზე მათ სახცხოვრებელ ადგილებთან, რითაც მეტი მონაცემების დაგროვება იქნებოდა შესალებელი. გაიხსნეს შემთხვევა, როცა ავსტრალიაში არსებული დიდი რადიოტელესკოპი, ხელოვნურის მსგავს სიგნალებს იღებდა, წყარო კი იქ მომუშავე პერსონალის მიკროტალღური ღუმელის მუშაობის (საკვების გათბობის) დასრულებამდე ადრე გაღებული კარები აღმოჩნდა (მოკლე და გაუგებარი). ნასას ასტრონავტმა, სკოტ კელიმ, შემთხევა გაიხსენა, როცა მან და მისმა მეწყვილემ თვითმფრინავი უკან მოაბრუნეს, რათა უჩვეულო მფრინავი ობიექტი ახლოდან ენახათ, ეს ობიექტიკ კი ბარტ სიმპსონის ფორმის გიგანტური საჰაერო ბუშტი აღმოჩნდა.

 კვლევას ხელს უშლის სამსახურის დაკარგვის, ან კარიერის დასრულების შიში პილოტების მხრიდან, მათი და თვითმხილველთა აბუჩად აგდება ინტერნეტ სივრცეში. “ასეთ დევნას, ასფ-ს (UAP) სფეროს შემდგომი სტიგმატიზაციისკენ მივყავართ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სამეცნიერო პროცესს და ხელს უშლის სხვებს ამ მნიშვნელოვანი თემის შესწავლაში“ – თქვა NASA-ს სამეცნიერო დირექტორმა, ნიკოლა ფოქსმა.

 აღსანიშნავია, რომ ამ საჯარო შეხვედრით, ნასამ, ამო-ს (UFO) კვლევისადმი მიდგომა შეცვალა, რადგან ათწლეულების მანძილზე კოსმოსური სააგენტო მხოლოდ ფენომენის უარყოფაზე იყო ორიენტირებული. მოსმენის დასასრულს, ჯგუფის თანამშრომლებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. მათ შორის იყო ესეც: “რას გვიმალავს NASA?”. პასუხად, კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ სააგენტო საჯაროობისკენ მიისწრაფის და ეს პირდაპირი ტრანსლაციაც ამის დასტურია.

 ახლა, ამა წლის 14 აგვისტოს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა (Bill Nelson) განაცხადა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ამო-სთან დაკავშირებული საკითხების უფრო დეტალური შესწავლით იყო დაკავებული, რეგისტრირებული ანომალიური მოვლენების არამიწიერ წარმოშობასთან კავშირის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. დანიშნა ჯგუფის ახალი ხელმვანელიც, უსაფრთხოების მიზნით, მისი ვინაობა უცნობია.

 მოხსენებაში ასევე მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორი უნდა იყოს NASA-ს ამ თემისადმი მიდგომა:

  •  გამოიყენონ დაკვირვების ისეთი საშუალებები, როგორიცაა “ჯეიმს ვების” კოსმოსური ტელესკოპი.
  •  გამოიყენონ კერძო კოსმოსური ინდუსტრიის უამრავი თანამგზავრი ასფ-ების (UAP) მოსაძებნად, რაც უხარისხოდ გადაღებულ კადრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
  •  განხილული იქნას ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის გამოყენება ასფ-ების (UAP) აღმოსაჩენად და დამატებითი მონაცემების შესაგროვებლად.
  •  გაუმჯობესდეს საზოგადოების ჩართულობა, სმარტფონებისთვის სპეციალური აპლიკაციის შემუშავებითაც.
  •  შეტყობინებათა სისტემის ეფექტურობის გაზრდა კომერციული პილოტებისთვის.

 პრესკონფერენციაზე ნელსონმაც გამოთქვა თავისი პირადი მოსაზრება არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ: “თუ მკითხავთ, მჯერა თუ არა უცხო სიცოცხლის არსებობისა სამყაროში, რომელიც იმდენად დიდა, რომ წაროდგენაც კი მიჭირს, ჩემი პირადი პასუხია – დიახ“.

 თხა, თხაზე ნაკლებიო, მგელმა შეჭამოსო და 12 სექტემბერს, მექსიკის კონგრესში არა მხოლოდ ბუნდოვანი ვიდეოჩანაწერები და თეორიული მოსაზრებები განიხილეს, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები – ორი უცხოპლანეტელის (პერუში არმოჩნეილი) მუმიაც შეიტანეს.

არა და, ჟურნალისტ ხაიმე მოსანასა და მექსიკელ უფოლოგთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იგივე მუმიების სიყალბე ჯერ კიდევ 2017 წელს დამტკიცდა. ხაიმე მოსანა ამას არც უარყოფს და ამბობს, რომ ახლიდან ჩატარებული კვლევა, ადამიანის ცხედრების ნარჩენებით მანიპულირებას გამორიცხავს, ამიტომ მუმიები “კარადიდან” გამოიღეს და კონგრესს წარუდგინეს. მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი ახალი კვლევების ჩატარებას არ ადასტურებს, მხოლოდ 2017 წელს ჩატარებულ ნახშირბადულ ანალიზზე ამბობს ჰოს. არამიწიერი არსებების კვლევა რადიოაქტიური ნახშირბადით დათარიღების მეთოდით მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ გვეცოდინებოდა, როგორია მისი წარმოქმნის სიჩქარე იმ პლანეტაზე (რადიონახშირბადული დათარიღება). თითქმის ყველა მეცნიერი თანხმდება, რომ ეს სიტუაცია, ბოლო წლებში შეთქმულების თეორიების მზარდმა პოპულარობამ განაპირობა, თან მსგავსი მოსმენები აშშ-ს კონგრესშიც ჩატარდა, თუმცა უცხოპლანეტელთა ცხედრები კაპიტოლიუმში არავის შეუტანია, ასე რომ, მექსიკური ღონისძიება კიდევ უფრო მყვირალა გამოვიდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.