შეჯახება გარდაუვალია

 ასტრონომთა პროგნოზით, ჩვენი გალაქტიკის კოლოსალური შავი ხვრელი მალე კარგად დანაყრდება. სწრაფად მოძრავი გაზურმტვროვანი ღრუბელი, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია, ზემასიურ ხვრელთან – მშვილდოსნის A(Sagittarius A),  შესაჯახებელ გზას ადგას. ხვრელის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლფასია.

საურონის რენტგენული ექო

 ითვლება, რომ დიდი გალაქტიკების უმრავლესობის ცენტრალურ ნაწილს ზემასიური შავი ხვრელი იკავებს, მილიონობით და მილიარდობით მზის მასებით. მათ წიაღში უზარმაზარი რაოდენობის მატერია ეცემა. აჩქარებული და გავარვარებული მატერია გამოსხივების ყველა დიაპაზონში ძალიან ელვარედ ანათებს. აქტიური გალაქტიკების ცენტრების შესწავლა მეცნიერებს მათი ევოლუციისა და ახლო გარემოს უკეთ შესწავლაში ეხმარებათ.

მოგზაური ზემასიური შავი ხვრელები

  ასტრონომებმა, რომლებიც ტელესკოპ „ჩანდრას“ საშუალებით იკვლევენ კოსმოსს, მიიღეს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც გალაქტიკა CID-42-დან მისი ფორმირების დროს ზემასიური შავი ხვრელი იქნა ამოგდებული. ნამჲშევარი ჟჲრნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, მოკლედ კი ამის შესახებ ScienceNow-ზე დაიწერა.

ჯეტების კვალი მშვილდოსანში

 ასტრონომებმა მშვილდოსნის A-ს შავ ხვრელთან ჯეტების(მატერიის მძლავრი ამონაფრქვევი, ჭავლი) კვალი აღმოაჩინეს. ლაპარაკია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელზე(arXiv.org).

ზემასიური შავი ხვრელი ახალი ვარსკვლავების გაჩენას აფერხებს

 ყველა დიდი გალაქტიკის საფუძველში ზემასიური შავი ხვრელი დევს, თუმცა თანაფარდობის დადგენას მის მასასა და სიჩქარეს შორის, რომლითაც გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავები ფორმირდებიან, ასტრონომები უკვე ათ წელზე მეტია ვერ ახერხებდნენ(Nature).

შავი ხვრელები ძირითადათ ორმაგი ვარსკვლავებით იკვებებიან

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ზემასიური შავი ხვრელები ორმაგი ვარსკვლავების ნაწილებით ”იკვებებიან” და არა გაზით, მტვრითა და მარტოხელა მნათობებით, როგორც აქამდე ითვლებოდა(The Astrophysical Journal. მოკლედ იუტას უნივერსიტეტის პრეს-რელიზში).