კიდევ ერთი ხვრელი

 ორბიტალურმა ობსერვატორია ”სვიფტმა” რენტგენის გამოსხივების უეცარი პიკი დააფიქსირა, რომელიც გალაქტიკის ცენტრთნ ახლოს, ერთი წერტილიდან მოდის. ამონაფრქვევი, გაჩენილი იშვიათი ტიპის ახალი ვარსკვლავისგან, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელის წარმოქმნაზე მეტყველებს. ”კაშკაშა რენტგენული ახლები(სხვაა ახალი ვარსკვლავი და ზეახალი ვარსკვლავი) იმდენად იშვიათად ფიქსირდება, რომ სხვა და სხვა მისიების მთელი სამუშაო დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაიმზიროს – ”სვიფტისთვისაც” ეს ერთეული შემთხვევაა” – ამბობს ნილ გერელსი, აპარატთან მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი.

 როგორც ახალი ვარსკვლავისთვისაა დამახასიათებელი, რენტგენის წყარო უეცრად აინთო, ეს 16 სექტემბერს მოხდა. რამდენიმე დღეში მან პიკს მიაღწია, ხოლო შემდეგ ნელნელა ჩაქრობა დაიწყო – ეს პროცესი რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს. ანთება, სავარაუდოდ, მატერიის მკვრივი ღრუბლის ზემკვრივ ნეიტრონულ ვარსკვლავზე ან კიდევ უფრო მკვრივ შავ ხვრელზე დაცემით გაჩნდა.

 წყარომ მიიღო ინდექსი Swift J1745-26, გალაქტიკური ცენტრიდან რამდენიმე გრადუსით გვერდზე მდებარეობს, ოღონდ არა მის შიგნით. ზუსტი მანძილი ჯერჯერობით დაუდგენელია, ალბათ 20-30 ათასი სინათლის წლის ფარგლებში გალაქტიკური ცენტრიდან. დედამიწის ზედაპირზე არსებულმა ტელესკოპებმა ობიექტზე დაკვირვება ინფრაწითელ და რადიო დიაპაზონშიც მოახდინეს, ოპტიკურში ის სქელი გაზურ-მტვროვანი ღრუბლების გამო არ ჩანს.

 18 სექტემბერს, როცა პიკი მიღწეული იქნა, ის რენტგენის სპექტრის ხისტ ნაწილზე მოვიდა, 10 კილოელექტრონვოლტი ენერგიებით, ათასჯერ მეტი, ვიდრე ხილული დიაპაზონის ფოტონებს აქვთ. ამ მომენტისთვის წყაროს ელვარება ცნობილი კიბოსმაგვარი ნისლეულის ელვარებას მიუახლოვდა, რომელიც პრაქტიკულად ეტალონია და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ცაზე. მალე მაღალენერგიული პიკი შერბილდა, თუმცა რენტგენის უფრო გრძელ ნაწილში ”სვიფტმა”, პირიქით, აწევა დააფიქსირა. ოქტომბრის დასაწყისში Swift J1745-26 30-ჯერ ელვარე იყო, ვიდრე აღმოჩენის დროს და ელვარების მატებასაც აგრძელებდა.

 ასეთი პროფილი, ასტრონომთა აზრით, რენტგენული ახლისთვისაა დამახასიათებელი, რომლის ცენტრი შავი ხვრელია. თუმცა მოცდაა საჭირო, სანამ ელვარების ძირითადი პიკები შემცირდებიან და დეტალური დაკვირვება შესაძლებელი გახდება. სწორედ მაშინ მოხდება ობიექტის მასის დადგენა, რამაც უდნა დაამტკიცოს რომ ის შავი ხვრელია.

 თუ მეცნიერთა ვარაუდი მართებულია, მაშინ სისტემის მეორე წევრი, რომელმაც Swift J1745-26 წარმოქმნა, მზის ტიპის ვარსკვლავი უნდა იყოს. ხვრელი განუწყვეტლივ შლის მას, ართმევს ზედაპირულ ნივთიერებებს, რომლებიც ხვრელის გარემომცველ აკრეციულ დისკოს წარმოქმნიან. ხვრელზე სპირალური ტრაექტორიებით დაცემისას, ნივთიერება ჩქარდება და უზარმაზარ ტემპერატურამდე ცხელდება, იწყებს აქტიურ და სტაბილურ ნათებას. თუ მატერიის შთანთქმის სიჩქარე კრიტიკულ სიდიდეს აღწევს, ნივთიერებათა სტაბილური დენა ირღვევა, ენერგია მძლავრი ანთებებით განიმუხტება, რაც წლიური და ათეულ წლებიანი პერიოდებით მეორდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.