კერის შავი ხვრელები მეცნიერებს ფოტონის “აწონვაში” ეხმარებიან

 შავი ხვრელების არსებობა პირველად XX საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველეს. უმარტივესებად ე.წ. შვარცშილდის ხვრელები არიან, რომლებსაც სახელი ფარდობითობის თეორიის პიონერის კარლ შვარცშილდის საპატივცემულოდ ეწოდათ. მან აინშტაინის სფერულად-სიმეტრიული სხეულის განტოლებების ამონახსენი წარმოადგინა. ამონახსნიდან კი გამომდინარეობდა, რომ სხეულის მასასა და მის რადიუსს შორის გარკვეული თანაფარდობის დროს, გრავიტაცია ამ სხეულის გარშემო ისეთი ძლიერი იქნება, რომ სინათლის სხივიც კი ვერ შეძლებს მისგან თავის დაღწევას, ანუ სხეული შავ ხვრელად გადაიქცევა.

 დროთა განმავლობაში სხეულის მოდელი რთულდებოდა. მაგალითად, გამოჩნდნენ მბრუნავი შავი ვხრელები, რომლებიც კერის(უცნაური სინგულარობა) სახელით არიან ცნობილი. ისინი მარტივი ხვრელებისგან რიგი დინამიური ეფექტებით განსხვავადებიან და სახელი ბრიტანელი ასტროფიზიკოსის ჯონ კერის საპატივცემულოდ შეერქვათ. სწორედ ასეთი ხვრელები განიხილეს მეცნიერებმა Physical Review Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

 რთული გამოთვლების ჩატარების შემდეგ(თავიდან ისინი გამოთვლებს ნელა მბრუნავ ხვერელებზე აკეთებდნენ, ხოლო მიღებული შედეგებით ბრუნვის მაღალი რეჟიმის შემთხვევისთვის იეღებდნენ ინფორმაციას), მკვლევარებმა მასიური ფოტონის ხვრელთან ურთიერთქმედების მექანიზმი გაარკვიეს. აღმოჩნდა, რომ თუ ამ ნაწილაკის მასა(ანუ ენერგია) გარკვეულ მნიშვნელობაზე მეტია, მაშინ კერის შავმა ხვრელებმა ენერგია აფეთქებისმაგვარად უნდა დაკარგონ, ფოტონის მასა კი 10-22 ელექტრონვოლტზე მეტი არ არის.

 მასიური ფოტონები სტანდარტული მოდელის სხვა და სხვა გაფართოებებში ჩნდებიან. მასიური ფოტონის გაჩენას ზოგიერთი კოსმოლოგიური ეფექტების ახსნა შეუძლია, რადგან, მაგალითად, სინათლის სიჩქარეს არა მუდმივ(1) სიდიდედ აქცევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.