დაცვაზე ეკონომიას არ აკეთებენ?

 ასტრონავტებს, რადიაციის მომაკვდინებელი ზეგავლენისგან, ხანგრძლივი ფრენების დროს, ზეგამტარები დაიცავს?

 პრაქტიკული უკუგება იმ დახარჯულ 100 მილიარდ დოლარზე, რომელიც კაცობრიობამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის აგებაზე დახარჯა, არც თუ ისეთი შთამბეჭდავია. უამრავი ექსპერიმენტისა და დაკვირვეების მიუხედავად, რომლებიც სადგურში და მის გარეთ ტარდება, თითქმის ყველა რესურსი სადგურის მწყობრში ყოფნაზე და ასტრონავტების ჯენმრთელობის უზრუნველყოფაზე იხარჯება.

 თუმცა, ყველაფერი აც თუ ისე ცუდადაა. მაგალითად, ს.კ.ს-ზე უნიკალური ალფა-სპექტრომეტრი (AMS) მუშაობს, მოწყობილობა, რომელიც კოსმოსური სხივების შემადგენელს იკვლევს, მათ შორის (ალბათ) მასში შემავალი ანტიმატერიის ნაწილაკებსაც. AMS დიდი მუდმივი მაგნიტია, ის დამუხტულ ნაწილაკებს ტრაექტორიებიდან გადახრის, აქვს მთელი რიგი დეტექტორებისა, რომლებიც ამ ნაწილაკების თვისებების დადგენის საშუალებას იძლევა. ახლანდელი სახით AMS ს.კ.ს-ზე ნახევარი წლის წინათ დააყენეს, მას შემდეგ ის კოსმოსური სხივების ათასობით ნაწილაკს აფოკუსირებს ყოველწამიერად.

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ამ მოწყობილობის სხვა დანიშნულებით გამოყენება გადაწყვიტა: არა გამოსხივების შესასწავლად, არამედ მისგან დასაცავად. მით უმეტეს, რომ მომავლის ასტრონავტები, რომელბიც ხანგრძლივ ფრენებში მიიღებენ მონაწილეობას, რადიაციული საშიშროების მთელი ძალით გამოვლინებას გადააწყდებიან.

 დაბალ ორბიტაზე, სადაც ს.კ.ს. მოძრაობს, რადიაციის დონე რამდენიმე რიგით მაღალია, ვიდრე დედამიწის ზედაპირთან. ღია კოსმოსში კი ის დასაშვები დონის სკალაზე არსებულ ბოლო დანაყოფს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ასე რომ, სანამ ექსპედიციის მარსზე ან ასტეროიდზე გაგზავნას გადავწყვეტთ, ამ ამოცანის ამოხსნა აუცილებლლად მოგვიწევს.

 პირველი, რაც თავში მოდის, დამუხტული ნაწილაკების მძლავრი მაგნიტით გადახრაა, რომელიც კოსმოსურ ხომალდზე ხელოვნურ მაგნიტურ ველს შექმნის. თუმცა ამ მიმართულებით ჩატარებულ პირველივე მოკვლევით დგინდება, რომ ისეთი მუდმივი მაგნიტი, როგორიც სპექტრომეტრ AMS-შია გამოყენებული, საკმაოდ მასიური იქნება, რაც დაცვის ამ მარტივი ვარიანტის პრაქტიკულობას მაშინვე უარყოფს. მეორეს მხრივ, ამჟამად ელექტრომაგნიტების განიყენების ბევრი ფაქტია ცნობილი, მათ შორის ზეგამტარულებისაც, ისინი მაგნიტურ ველს მათში ელექტრული დენის გავლის მერე ქმნიან. არიან უფრო ეფექტური და ნაკლები მასების. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როგორ იმუშავებენ ისინი ღია კოსმოსის პირობებში, სადაც ასეთი მოწყობილობები ჯერ არ გამოუყენებიათ.

 სწორედ ამ საკითხზე მუშაობს მეცნიერთა ხსენებული ჯგუფი, რომელთაც კოსმოსში ზეგამტარული მაგნიტის მუშაობის მოდელირება ჩაატარეს. კერძოდ, მათ ასეთი ელექტრომაგნიტის ორი შესაძლო კონფიგურაცია გამოსცადეს, „ჩვეულებრივი“ და ტოროიდალური ფორმის, ასევე სპირალურისაც. სწორედ ბოლო ვარიანტს მიენიჭა უპირატესობა, რადგან მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევის საშუალებას იძლევა.

 სამუშაოების დაწყებასაც თითქოს არაფერი უშლის ხელს, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი.  AMS-ს ზეგამტარული სისტემის შექმნას 15 წელი და 2 მილიარდი დოლარი დაჭირდა, საბოლოოდ კი მეტი საიმედოობის მიზნით ის მაინც ჩვეულებრივი მუდმივი მაგნიტით შეცვალეს (კიდევ ასტრონავტებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.