რა აღმოაჩინა საინტერესო „ვენერა-ექსპრესმა“ ვენერაზე

 კვლევითი ზონდი „ვენერა-ექსპრესი“ ვენერას ატმოსფეროს უცნაურ ფენას სწავლობს.

venus_express_in_orbitევროპის კოსმოსური სააგენტოს აპარატი „ვენერა-ექსპრესი“ ვენერას ორბიტაზე 2006 წლიდან იმყოფება. ის ამ პლანეტის ატმოსფეროს, ზედაპირის და მასზე მზის ქარის ზემოქმედების შესასწავლადაა შექმნილი.

 ვენერა მზის სისტემის შიდა ნაწილის მეროე პლანეტაა, ორბიტაზე ბრუნვის 224,7 დღიანი პერიოდით. ის ელვარებით მესამე ობიექტია ჩვენი ღამის ცაზე მზისა და მთვარის შემდეგ.

 ვენერა მიწისმაგავრი პლანეტაა. მას „დედამიწის დასაც“ უწოდებენ, რადგან ზომებით, მიზიდულობის ძალითა და შემადგენლობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა პირობებით რადიკალურად განსხავდებიან ერთმანეთისგან. ვენერას ზედაპირი გოგირდმჟავას სქელი ნისლითაა დაფარული, გამოირჩევა არეკლვლის მაღალი უნარით, რაც ხილულ სპექტრში მისი ზედაპირის დათვალიერების საშუალებას არ იძლევა. ამ პლანეტის რელიეფს(სეისმოგრაფის ლენტზე…) რადიოტალღებით იკვლევენ(ვენერას მზვერავები).

 venusახლახანს „ვენერა-ექსპრესმა“ ვენერას ატმოსფეროში უცნაურად ცივი ფენა აღმოაჩინა, რომელიც იმდენად ცივია, რომ ნახშირორჟანგის ყინულისა და თოვლის მსგავსად გაყინვა შეუძლია.

  ის რომ ვენერას ნახშირორჟანგისაგან შემდგარი ატმოსფერო და ღუმელივით გაცხელებული ზედაპირი ქვს დიდი ხანია ცნობილია. სწორედ ეს ხდის მას დედამიწის ტყუპ-ანტიპოდად.

 ახალმა კვლევებმა, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში „ვენერა-ექსპრესის“ საშუალებით მიმდინარეობდა მეცნიერები გააკვირვა, ვენერას ატმოსფეროში თხელი ცივი ფენაა, სადაც ტემპერატურა დაახლოებით -175 გრადუსია ცელსიუსით. ეს ცივი ფენა 125 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფება. ყველაზე უფრო გასაკვირი კი ისაა, რომ ეს ფენა მსგავს დედამიწისეულ ფენაზე უფრო ცივია, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა უფრო ახლოსაა მზესთან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.