უსასრულობის ნიშანი ჩვენს გალაქტიკაში

ჩახვეული წრე, რომელმაც ასტრონომების ინტერესი გამოიწვია, 650 სინათლის წლის ზომისაა. ამ კადრზე, მოყვითალო რვიანისებური წრე, თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ოდნავ დახრილი მარჯვენა მხარეს.

 

როგორია ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა?(თოკო)

უსასრულო, ხვრელთან მეორე კოსმოსური სიჩქარე(დედამიწის მიზიდულობის ძალის გადასალახავად საჭიროა, რომ ობიექტმა იმოძრაოს მეორე კოსმოსური სიჩქარით – 11 კმ/წმ, მზისთვის 600 კმ/წმ. რაც უფრო მასიურია ციური სხეული მით მეტი სიჩქარეა საჭირო მისგან თავის დასაღწევად)…

 

რუსებმა ორბიტაზე რადიოტელესკოპი გაუშვეს?!

ახალი ინსტრუმენტით(10 მეტრი!!! დიამეტრის რადიოტელესკოპი) მოხდება გალაქტიკური ბირთვების კვლევები, იმ ეფექტების შესწავლა, რომლებითაც ბნელი ენერგია და მატერია მოქმედებენ ჩვეულებრივ, ხილულ მატერიაზე. კვლევის საგანი იქნება ვარსკვლავური მასების შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები, ვარსკვლავთშორისი პლაზმა, არაგალაქტიკური რადიოწყაროები და კვაზარები.

 

როგორ გაჩნდნენ ზემასიური შავი ხვრელები?

ასეულობით გალაქტიკაზე 5 წლიანი დაკვირვებების მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ შავი ხვრელების უმრავლესობა გალაქტიკების შერწყმის დროს არ გაჩენილან. მათ უმრავლესობას ცენტრში ზემასიური ხვრელი აქვს. ზოგჯერ ამ ხვრელების მასა რამდენიმე მილიარდჯერ აჭარბებს მზის მასას. ისინი პერიოდულად აქტიურები ხდებიან ხოლმე.

 

ახალი ვარსკვლავები აქტიური მშობლებისგან ჩნდებიან

მოლეკულარულ ღრუბელზე დაკვირვების დროს, რომელიც Cepheus B-ს სახელითაა ცნობილი და დედამიწიდან 2400 სინათლის წლითაა დაშორებული, გაირკვა, რომ იქ ახალი ვარსკვლავების დიდი რაოდენობით გაჩენის მიზეზი რადიოაქტიური გამოსხივებაა.

 

 

ა.შ.შ-ს კონგრესმა “ჰაბლის” შემცვლელის გაშვება ეჭვქვეშ დააყენა

 ა.შ.შ-ს კონგრესმა ნასას 2012 წლის ბიუჯეტის გაზრდზაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ”ჯეიმს უების” ტელესკოპის ორბიტაზე გაყვანის შანსებს ამცირებს, მან უნდა შეცვალოს სახელოვანი ”ჰაბლი”.

 

 

ერთხელ მზის გარშემო

ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს(Hubble).