უცნაური ობიექტი ბალტიის ზღვის ფსკერზე

 ცოტა ფანტაზია და ობიექტში შეიძლება „ვარსკვლავური ომების“ კოსმოსური ხომალდი ამოვიცნოთ, თუმცა ისიც კარგად ვიცით თუ რა სურპრიზების მოწყობა შეუძლია ბუნებას. თუნდაც სახე მარსზე ან იაპონური ატლანტიდა( Peter Lindberg-ის ფოტო).

მხიარული მზე

25 ივლისს მზის დინამიკის ობსერვატორიამ(SDO) მზის ზედაპირზე ”სმაილიკის” ფოტო და ვიდეო გადაიღო. ”ალბათ, მზე – ბედნიერი და კმაყოფილი ვარსკვლავია, რადგან იცინის” – ხუმრობენ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს თანამშრმომლები. მზის ლაქებს ნამდვილდ შეუძლიათ უცნაური ფიგურების დახატვა მნათობის ზედაპირზე, რითაც მათ განსაკუთრებულ ხასიათსაც კი სძენენ.

 

ჟანგბადი ორიონის ნისლეულში

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰერშელის” ინფრაწითელმა დეტექტორებმა კოსმოსში ჟანგბადის მოლეკულები აღმოაჩინეს. მონაცემები უკვე გადამოწმებული და დამტკიცებულია NASA-ს მიერ. ჟანგბადის ცალკეული ატომები, განსაკუთრებით მასიურ ვარსკვლავებთან, ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა ამის დამტკიცება პირველად მოხდა.

 

შატლის შესვლა ატმოსფეროში

ეს კაშკაშა ზოლი ორბიტიდან გადაღებული, შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ აანთო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტალური სიჩქარე და ქვასავით გაექანა ისევ დედამიწისკენ.

 

უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!

  აღმოაჩინეს რა უცნაური „ნიარევი“ მთვარის ზედაპირზე, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება იყოს კვალი, დატოვებული NASA-ს კოსმოსური აპარატის მიერ. სწორედ ხომალდის ნამსხვრევების დაცემას შეიძლებოდა დაეტოვებინა ასეთი კვალი მთვარის ზედაპირზე.

კრატერი გეილი

ამ მკაფიო გამოსახულების ცენტრში, რომელიც მარსის ხოლოვნური თანამგზავრის ”ოდისევსის” სითბური გამოსხივების კამერამ გადაიღო, ეკვატორთან ახლოს, მდებარეობს 154 კილომეტრიანი კრატერი გეილი.

 

 

დედამიწის პირველი ტროელი ასტეროიდი

ტროელი ასტეროიდები, მათ სახელი ჰომეროსის ”ილიადაში” აღწერილი ტროას ომის მიხედვით მიიღეს. ისინი კოსმოსური ობიექტების საკმაოდ საინტერესო ტიპს მიეკუთვნებიან, რადგან ორბიტას სხვა პლანეტასთან ერთად იყოფენ. ტროელები აღმოაჩინეს იუპიტერთან, მარსთან და ნეპტუნთან, ახლა კი დედამიწასთანაც.

 

„ჩანდრამ“ შავი ხვრელისკენ მოძრავი გაზი გადაიღო

 ობსევატორია „ჩანდრა“, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს NASA-ს ეკუთვნის, პიველმა შეძლო შავი ხვრელისკენ მოძრავი გავარვარებული გაზის ნაკადის გადაღება.

კომეტების შემოსევა

მზისკენ კიდევ ერთი დიდი გაყინული გუნდა მოემართება. გარადის კომეტა 2 წლის წინ აღმოაჩინა ავსტრალიელმა ასტრომოყვარულმა გორდონ გარადმა.