სიზუსტისთვის, მოვლენაზე ლაპარაკის დროს სიტყვა ”მეტეორიტის” ნაცვლად ოდნავ განსხვავებული ტერმინების ნაკრები უნდა გამოვიყენოთ. ”მეტეორიტი” იმდენად მყარად შემოვიდა მთლიანად მოვლენის აღწერის კონტექსტში, რომ განმარტების გაკეთებაა საჭირო:
ბოლიდი – მაღალი ელვარების მეტეორი.
მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.
მეტეოროიდი – მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. ასტეროიდებისაგან განსხვავდება ზომით, ჩვეულებრივ რამდენიმე ათეულ მეტრზე პატარა ზომის. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვეს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.
მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.
კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევენ ნათებას.
ამ მოვლენას პოზიტიური მხარეც ჰქონდა – მისი საგანმანათლებლო ეფექტი. ძირითადად, მასმედიის იმ გამოჩენილი წყაროებისთვის, რომლებსაც სისულელეების დაწერისა თუ ლაპარაკისთვის შემდგომ მობოდიშება მოუხდათ, ასევე ინტერესი ასტრონომიის მიმართ და იქნებ ამ საგნის სკოლაში ისევ გამოჩენაც.
აფეთქების მასშტაბის პირველადი შეფასებებია რამდენიმე ათეული ტონა მასა და რამდენიმე კილოტონა ენერგოგამოყოფა ტროტილურ ექვივალეტში. ეს ნამდვილად სიმართლისმაგვარი და შთამბეჭდავი ციფრები იყო – ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის თითქმის ნახევარი, რაც ”ჩელიაბინსკელს” უკანასკნელი ასწლეულის ყველაზე ძლიერების სიაში აყენებდა. ამ სიაშია 1947 წელს ჩამოვარდნილი სიხოტე-ალინის მეტეორიტიც. გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ ასეთი მეტეორიტები დაახლოებით 2 წელიწადში ერთი ვარდება, ხოლო დაიმზირება ერთხელ 10-20 წელიწადში.
საიდან ასეთი შეფასებები? ზოგიერთმა სეციალისტმა, ვიდეორეგისტრატორებზე დაყრდნობით, აფეთქებამდე მანძილი შეაფასა და ანთბის სიმძლავრედ 6 კილოტონა მიიღო. მალე სხვა ინფორმაციაც გამოჩნდა, ნასას პრესრელიზში, სადაც სრულიად განსხვავებული მასშტაბების დეკლარილება ხდებოდა – 7 ათასი ტონა, 300 კილოტონა ენერგოგამოყოფით, რასაც სხვა დაზუსტეტებიც მოჰყვა თან.
აქტიური სეისმური ზონებიდან შორს მდებარე 4 მაგნიტუდის ტალღა ჩელიაბინსკთან.
ატომურ აფეთქებებზე დამკვირვებელი 45 ინფრაბგერული სადგურიდან ჩვიდმეტმა, დარტყმითი ტალღა დაარეგისტრირა. აფეთქების რეკონსტრუქციით 500 კილოტონა დადგინდა, რაც 10 ათას ტონიანი მეტეორიტის კინეტიკურ ენერგიას შეესაბამებოდა(სიჩქარე – 18კმ/წმ). ეს უკვე მოვლენის სხვა კლასია. ტუნგუსკის მეტეორიტის მერე, რომელიც ამაზე ლამის ორჯერ მეტი სიმძლავრისა იყო, ასეთი მასშტაბის 1930 წელს ბრაზილიის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მეტეორიტი ვიცით.
500 კილოტონას ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს. ინფრაბგერული სადგურები სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ აფეთქების სიმძლავრე განსაზღვრონ და ალბათ ბოლიდების ენერგოგამოყოფის განმსაზღვრელი მეთოდიკაც ექნებათ. რატომ არის მაშინ ასეთი განსხვავებები შეფასებებში?
პირველ რიგში, ნასას შეფასება, მთლიანი ენერგოგამოყოფისთვის არის მოცემული. პირველი მოსაზრებები ანთების ელვარების მიხედვით გამოითქვა. ენერგიის რა ნაწილი გამოსხივდა, რა ნაწილი წაიღო დარტყმითმა ტალღამ, მაშინვე ძნელი სათქმელია. საერთოდ, როგორ ფეთქდება მეტეორიტი? ის, უფრო მცირე ნაწილებად ზვავისებურად დაშლას იწყებს, რაც არამყარი მეტეორიტებისთვის არის დამახასიათებელი(მაგალითად ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპის, ე.წ. ხონდრიტებისთვის) ან კომეტათა ნაწილებისთვის, ანუ ქვისა და ყინულის ნაზავისთვის. გამსოხივებაში გადასული ენერგიის რაოდენობა ტემპერატურაზეა დამოკიდებული. საჰაერო ატომური აფეთქების დროს ენერგიის ნახევარი და მეტიც გამსოხივებაში გადადის. ბოლიდის აფეთქებისას ტემპერატურა უფრო მცირეა, ამიტომ სითბური გამოსხივებაც ასევე მცირე შეიძლება იყოს – ენერგიის მეტი ნაწილი(მათ შორის სითბურიც) დარტყმით ტალღაში გადადის. იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც თავის სიტყვას ჯერ კიდევ იტყვიან. მანამდე კი დაახლოებით მაინც შევაფასოთ, გამოიყოფოდა თუ არა ასეულობით კილოტონა ენერგია გამსოხვების სახით, ჩელიაბინსკის მეტეორიტის აფეთქების დროს.
ასი კილოტონა 4.1014 ჯოულს უტოლდება. აფეთქება უფრო 40-50 კმ. სიმაღლეზე მოხდებოდა, ვიდრე 15-20 კმ-ზე, როგორც თავიდან ამბობდნენ. აქ ნოვოკუიბიშევიდან ვიდეორეგისტრატორით გადაღბული კადრები შეიძლება გამოვიყენოთ, რომლებიც 750 კილომეტრიდან არის გადაღებული. ასეთი მანძილიდან ჰორიზონტი ყველაფერს მალავს, რაც 60კმ-ზე დაბალია(სინათლის რეფრაქციის (1) გათვალისწინებით). ჩანაწერზე აფეთქებისწინა ვარდნის ელვარე ფაზა ჩანს. ელვარე ანთების ხანგრძლივობა, უფრო ახლოდან გადაღებული ჩანაწერებიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთი წამია.
როგორი იქნებოდა 50 კილომეტრის სიმაღლეზე 100 კილოტონიანი აფეთქების შეგრძნება (ტალღის 2,5 წუთიანი დაყოვნებით)? ეს არის 13 000 ვატი კვადრატულ მეტრზე. მზე ზენიტში 1 400 ვატს იძლევა კვადრატულ მეტრზე. საინტერესოა რას იტყვიან ეპიცენტრთან ახლოს მყოფი თვითმხილველები – იყო თუ არა ანთება ზაფხულის შუადღის მზეზე მწველი? ეს სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ანთება სწორედ რომ მწველი იქნებოდა, რადგან გამოხივების მეტი ნაწილი ინფრაწითელ დიაპაზონში წავიდოდა. თუ თვითმხილველები წვის ეფექტს დაადასტურებენ, მარტო ერთეული ანთების სიმძლავრე 100 კილოტონა თავისუფლად გამოდის.
ახლა კი მსხვილი მეტეორიტების სტატისტიკა. ჩელიაბინსკის მეტეორიტის ტიპისთვის ასეთი შეფასება ყველაზე რთულია. ისინი პლანეტათშორის მანძილებზე არ ჩანან, კოსმოსში მათი კონცენტრაციის დადგენა ძალიან ძნელია. როგორც ჩანს, უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში, მსგავსი ბოლიდი არ დაფიქსირებულა. შემდეგ დონეზე ტუნგუსკის მეტეორიტის ტიპი დგას (100-ჯერ მასიურები). მათი დანახვა არსებული ტელესკოპებით უკვე შესაძლებელია. იმავე დღეს მოახლოებული ასტეროიდი 2012 DA14, სწორედ ტუნგუსკის მასშტაბისაა. ასეთი მასების რკინის მეტეორიტები არიზონას კრატერის მსგავს ღრმულებს წარმოქმნიან, ტუნგუსკა-ჩელიაბინსკისეულები კი ჰაერშივე ფეთქდებიან. ატმოსფეროში 1000 წელიწადში ერთხელ იჭრებიან, ათჯერ უფრო დიდები 5000 წელიწადში ერთხელ. მეტი ზომისანი, ქვისაც, დედამიწის ზედაპირამდე აღწევენ და მილიონიანი ქალაქის სრული განადგურება შეუძლიათ(ეს ალბათ მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება). 2 კილომეტრიანი 250 ათს წელიწადში ერთხელ, შეუძლია საფრანგეთის ზომის ქვეყნის განადგურება და უარყოფითი გლობალური ზემოქმედება დანარჩენებზე.
სტატისტიკიდან გამომდინარე, ბრძოლა საკმაოდ დიდი ზომის ასტეროიდებთან არის საჭირო, ამას ადამიანები ”ჩელიაბინსკელამდეც” ხვდებოდნენ. ამ უკანასკნელის მაგვარებს არც არავინ მოუკლიათ არასოდეს.
მეტეორიტებს საფრთხესთან ერთად უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაც მოაქვთ, ადრეული მზის სისტემისა და პლანეტების აღნაგობის შესახებ. ყოველი მეტეორიტის აღმოჩენა პოტენციურად ახალი აღმოჩენის საფუძვლად შეიძლება იქცეს. მზის სისტემის ყველაზე უფრო ძველ ობიექტთა შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, ე.წ. ძნელად ლღობადი კალციუმ-ალუმინის ჩანართები, რომ არა 1969 წელს მექსიკაში ჩამოვარდნილი მეტეორტიი ალენდე. ამ მეტეორიტიდან მიღებული მონაცემების მიხედვით გაკეთებულმა კვლევებმა და ინტერპრეტაციათა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა!
სხვა მაგალითია მეტეორიტი NWA7034, აღმოჩენილი აფრიკის ჩრდილო-აღმოავლეთში. მისი ასაკი 2 მილიარდ წელზე ოდნავ მეტია, ხოლო შემცველობით ძალიან ჰგავს მარსული ზედაპირის ბაზალტს, რომელიც მარსულმა თანამგზავრებმა და მარსმავლებმა შეისწავლეს. ის 0,6% წყალს შეიცავს, რომლის ნახევარი მაღალ ტემპერატურამდე გაცხელებით გამოიყო. წყლის ასეთი კონცენტრაცია მარსული მეტეორიტებისთვის რეკორდულად იშვიათია, ხოლო მაღალ ტემპერატურზე გამოყოფა იმაზე მეტყველებს, რომ ის მაგმური წარმოშიბის წყალია. ეს კი მარსის ორი მილიარდი წლის წინანდელ ტექტონიკაზე შეიძლება მიუთითებდეს.
რაც შეეხება ჩელიაბინსკის მეტეორიტს, შეიძლება ითქვას, რომ ყველას სამჯერადად გაგვიმართლა, განსაკუთრებით რუსებს – უჩვეულოდ საინტერესო მოვლენის მოწმენი გავხდით, არავინ არ მომკვდარა და მეცნიერებმა აქამდე უცნობი აღმოჩენის შესახებ შეიძლება გააკეთონ განცხადება.