ემბრიონი: პლანეტის ჩასახვა

 მოხერხდა ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტის პირველი პირდაპირი დამზერა, ის ჯერ კიდევ სქელ გაზურ-მტვროვან ღრუბელშია ჩაფლული(ESO).

 ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომებმა ყველაზე დიდი ტელესკოპის(VLT) საშულებით გადაიღეს ის, რაც მაღალი ალბათობით, გაზურ-მტვროვან ღრუბელში პლანეტის ჩასახვა შეიძლება იყოს, ვარსკვლავთან HD 100546, დედამიწიდან 355 სინათლის წლის მანძილზე.

”ჰაბლით” გადაღებული მტვროვანი დისკო და VLT-ეს მიერ დანახული შესქელება, რომელიც პროტოპლანეტა უნდა იყოს.

 HD 100546 კარგად შესწავლილი ობიექტია. მასთან, სავარუდოდ, ერთი გაზური გიგანტი ორბიტაზე უკვე მოძრაობს, ვარსკვლავიდან ექვსჯერ მეტ მანძილზე, ვიდრე მზე და დედამიწა. ”პლანეტობის კანდიდატი” სისტემის კიდეზე იქნა აღმოჩენილი, ხსენებული ”მეზობელის” ათჯრ უფრო შორეულ ორბიტაზე. ადაპტიური ოპტიკის დახმარებითა და მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდებით ვარსკვალვის მახლობელ დისკოში გამოვლენილ იქნა ”წვეთი”, რომლის ზოგიერთი თავისებურება ასტრონომებს კარნახობს, რომ ის პროტოპლანეტაა. ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ალტერნატიული ვარიანტების გამორიცხვა არის საჭირო: მაგალითად, რაიმე გარე წყაროს სიგნალი ან უკვე ფორმირებული პლანეტა, რომელიც რაღაც მიზეზების გამო უფრო შორეულ ორბიტაზე იქნა ”განდევნილი”.

httpv://www.youtube.com/watch?v=K8HKDA65eGE

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.