ასტრონავტი, რომელმაც თანამგზავრი დაიჭირა

1984 წელს დედამიწის ზედაპირიდან ძალიან შორს, ასტრონავტმა თანამგზავრი დაიჭირა.

 იმ მისიაში ეს დაჭერილი მეორე თანამგზავრი იყო. დღევანდელ სურათზე ასტრონავტი დეილ ა. გარდნერი თავისუფალი ფრენის მდგომარეობაში იმყოფება, ის მანევრირებისთვის სპეციალურ მოწყობილობას იყენებს. ასტრონავტი საკონტროლო მოწყობილობა ”სტინგერს” მბრუნავ თანამგზავრ ”ვესტარ 6”-ზე ამაგრებს. რაკეტა-მატარებელის გაუმართაობის გამო ”ვესტარ 6” გეოსტაციონარულ(ასეთი ორბიტიდან სატელიტი ყოველთვის დედამიწის ერთ წეერტილს დაჰყურებს) ორბიტაზე ვერ გავიდა. ორივე დაჭერილი თანამგზავრები, ”პალაპა B-2” და ”ვესტარ 6”, კოსმოსური ბორანისდისკავერი” საბარგო ნაკვეთურში მოათავსეს და დედამიწაზე დააბრუნეს. ”ვესტარ 6”, საბოლოოდ, გაარემონტეს და გაყიდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.