მზის სისტემის საბაჟო:”მაგნიტური ჩქაროსნული გზები”

ზონდი ”ვოიაჯერ 1” აკვირდება პროცესებს, რომლებიც მზის სისტემის უკიდურეს საზღვარზე ხდება და ნამდვილ ვარსკვლავთოშორის გარემოსთან შესახვედრად ემზადება(NASA).

 ვოიაჯერთა წყვილი უკვე 35 წელია მზის სისტემიდან გასვლას ცდილობს, ამ დროის გნმვლობაში მათ მაღალი სიჩქარე შეიძინეს და ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე სწრაფად მოძრავ აპარატებად იქცნენ. ”ვოიაჯერ 1” ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ საბოლოოდ დატოვოს ტერიტორია, სადაც მზის ქარი მეფობს და ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდეს.

 ”ვოიაჯერ 1”-ის მისიის მეცნიერებმა 3 დეკემბერს, ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს, რომლებიც ჩვენ საშუალებას გვაძლევენ, თუნდაც ვირტუალურად, გადავკვეთოთ მზის სისტემის საზღვარი და დავინახოთ, თუ რა ხდება მის იქეთ. ”ვოიაჯერ 1”-მა უკვე დიდი ხანია დარტყმითი ტალღის(1) საზღვარი გადაკვეთა, რომლის მერეც მზის ქარის ნაწილაკები ბგერაზე დაბალი სიჩქარით, ქაოტურად იწყებენ მოძრაობას. 2010 წლის ივნისში ზონდი მზეს 17 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული, მაშინ ქარის სიჩქარე თითქმის ნულამდე დაეცა. 2012 წლის 28 ივლისს ”ვოიაჯერ 1” სივრცის ახალ რეგიონში შევიდა, ნეპტუნისა და პლუტონის ორბიტებიდან შორს. აქ ისეთი რამ ხდებოდა, რასაც მეცნიეტრები არ ელოდნენ.

 აღმოჩნდა, რომ ამ ადგილზე მაგნიტური ველის ძალწირები, რომლებსაც მზე და მისი ქარი წარმოქმნიან, ვარსკვლავთშორისი სივრცის მაგნიტურ ველებთან რეკომბინირებენ. ამის ხარჯზე მზის სისტემის უკიდურეს საზღვარზე მაგნიტური ველები წარმოიქმნებიან, რომლებიც მას ვარსკვლავთშორის გარემოსთან აერთებენ – ძალწირებზე, როგორც ჩქაროსნულ გზაზე, მზის ქარის ნაწილაკებს გარეთ გასვლა შეუძლიათ, ხოლო შიგნით კოსმოსური გამოსხივების ნაწილაკები აღწევენ – როგორც საბაჟოზე, ხალხის ერთი მხრიდან მეორეზე გამავალი ვიწრო ნაკადივით.

 სახელმწიფო საზღვრებისგან განსხვავებით, ამ რეგიონის ადგილი და მდგომარეობა არამდგრადია. ”ვოიაჯერ 1” ხან აფიქსირებდა ძალწირების გადართვას ხან არა, ხოლო 25 აგვისტოს მერე, როცა ზონდმა კიდევ უფრო წინ წაიწია, მაგნიტური გზა ბოლომდე სტაბილური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აპარატი ფორმალურად ისევ მზის სისტემის ფარგლებშია, ”ჩქაროსნულ გზებზე” მოძრავი ნაწილაკები მას უივე აცნობენ იმ სიტუაციას, რაც იქ ელოდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.