პლანეტებიანი სისტემა, ცენტრალური ვარსკვლავით – მზე, ასევე ყველა დანარჩენი ბუნებრივი კოსმოსური ობიექტებით, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავს. მზესთან გრავიტაციულად დაკავშიებული (ჰიპოთეზა გაზურ-მტვროვანი დისკოს შესახებ) მასების დიდი ნაწილი რვა პლანეტაშია გადანაწილებული, რომელთაც თითქმის წრიული ორბიტები აქვს და ბრტყელი დისკოს, ეკლიპტიკის (პლანეტის ან სხვა ობიექტის მზესთან შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) სიბრტყეში მოძრაობენ. ე.წ. შიდა ოთხი პატარა პლანეტა, მათ დედამიწის ჯგუფის პლანეტებსაც უწოდებენ, მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი ძირითადად სილიკატებისა და მეტალებისგან შედგება. გარე ოთხი პლანეტა: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, მათ გაზის გიგანტებს უწოდებენ, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან არიან შემდგარი, გაცილებით მასიურები, ვიდრე დედამიწის ჯგუფის პლანეტები. იუპიტერი ყველა სხვა ერთად აღებულ პლანეტებზე მასიურია.
მზის სისტემაში არის მცირე ზომის ობიექტებით შევსებული ორი რეგიონი. მთავარი ასტეროიდული სარტყელი, მდებარეობს მარსსა და იუპიტერს შორის, აქ მდებარე სხეულების შემადგენლობა დედამიწის ჯგუფის პლანეტების მსგავსია. ამ სარტყელის ყველაზე დიდი ობიექტებია ცერესი, პალადა და ვესტა. ნეპტუნს იქეთ ტრანსნეპტუნური ობიექტებია, შემდგარი წყლის, ამიაკისა და მეთანისაგან, მათ შორის ყველაზე დიდებია პლუტონი, სედნა, ჰაუმეა, მაკემაკე და ერისი. ათასობით მცირე ზომის ობექტებს ემატება ასევე მცირე ზომების სხეულები, როგორებიც არის ასტეროიდები, პლანეტათა კვაზითანამგზავრები და ტროელები, დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდები, კენტავრები, დამოკლიდები, ასევე მზის სისტემაში მოძრავი კომეტები, მეტეოროიდები და კოსმოსური მტვერი.
რვა პლანეტიდან ექვსი და ჯუჯა პლანეტები, ბუნებრივი თანამგზავრებით არის გარშემორტყმული. ყველა გარე პლანეტას აქვს მტვრისა და სხვა ნაწილაკების რგოლები.
მზის ქარი (მზიდან ამომავალი პლაზმის ნაკადი) ვარსკვლავთშორის გარემოში გიგანტურ ბუშტს ქმნის, სეხელად ჰელიოსფერო, რომელიც გაიშვიათებული დისკოს ბოლომდეა გავრცელებული. ჰიპოთეტური ოორტის ღრუბელი, რომელიც დიდი პერიოდების მქონე კომეტების წყაროა, შესაძლებელია, ჰელიოსფეროზე ათასჯერ უფრო შორს იყოს გავრცელებული.
მზის სისტემა, გალაქტიკა ირმის ნახტომის შემადგენელი ნაწილია.
ეს რა კარგი სქემებია, უფრო იოლი გასაგებია კლასიფიკაცია. მადლობათ ხალხო