ვესტა

 რატომ არის ვესტას ჩრდილოეთი ნაწილი დაფარული მეტი კრატერებით, ვიდრე სამხრეთი? ჯერჯერობით არავინ იცის. ეს მოულოდნელი გამოცანა მეცნიერების წინაშე რამდენიმე კვირის წინ წამოიჭრა.

სწორედ მაშინ გახდა აპარატი ”Dawn”-ი მარსსა და იუპიტერს შორის არსებული მთავარი ასტეროიდული სარტყელის, ზომით მეორე ასტეროიდის ხელოვნური თანამგზავრი. ვესტას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელიც სურათზე მარცხნივ მაღლა მოჩანს, მდებარეობს მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კრატერი, ხოლო სამხრეთი ნახევარსფერო კი მოულოდნელად ერთგვაროვანია. ასევე გაურკვეველია უცნაური ღარების ბუნებაც, რომელბიც ვესტას ეკვატროს არიან გარსშემორტყმულნი. მათი ნახვა უკეთ ამ ვიდეოს სშუალებით შეიძლება. გაურკვეველია როგორ გაჩნდნენ ბნელი ზოლები, რომლებიც ზოგიერთი კრატერის კიდეებს შემოსაზღვრავს, მაგალითად, კრატერი, ფოტოს ცენტრთან ახლოს. უახლოესი თვეების განმავლობაში ”Dawn”-ი ვესტას გარშემო სპირალურად იმოძრავებს, თან მიუახლოვდება ზედაპირს. ამასთან ერთად მეცნიერები ზოგიერთ შეკითხვაზე მიიღებენ პასუხს, ჩვენ კი მივიღებთ უფრო მკაფიო და ფერად სურათებს. 500 კილომეტრიანი ვესტას შესწავლა  მეცნიერებს მზის სიტმის ევოლუციის ადრეული ეტაპების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *