წითელმა წანაცვლებამ გრავიტაციის ერთბაშად ორი თეორია დაამტკიცა

ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებს აინტერესებდათ გრავიტაციული წითელი წანაცვლება – გრავიტაციის ზემოქმედებით ხილული გამოსხივების წანაცვლება სპექტრის წითელი ნაწილისკენ. ამ პარამეტრის გაზომვის სირთულე იმაშია, რომ გრავიტაციული წანაცვლების გარდა არის კიდევ კოსმოსლოგიურიც, გამოწვეული სამყაროს გაფართოებით. ასევე ხელის შემშლელია დოპლერის ეფექტიც, გამოწვეული გალაქტიკების ურთიერთ გადაადგილების გამო.

ასტრონომებმა 8 ათასი გალაქტიკური გროვას მონაცემები გააანალიზეს(სლოანის ციფრული კატალოგიდან). მეცნიერები ცალკე ზომავდნენ გროვების ცენტრიდან წამოსული სინათლის წითელ წანაცვლებას, სულ გამოკვლეულ იქნა 120 ათასი გალაქტიკა.

“ჰაბლით” გადაღებული ფოტო.

გროვას ცენტრიდან წამოსულ სინათლეზე გრავიტაცია უფრო მეტად უნდა მოქმედებდეს, ვიდრე პერიფერიებიდან გამოსხივებულზე. ყველა გროვასთვის ამ ეფექტის გათვალისწინება ძნელია, ამიტომ მეცნიერებმა ის სტატისტიკურად იანგარიშეს.  აიღეს გალაქტიკების ურთიერთ გადაადგილებების სიჩქარეების შემთხვევითი მაჩვენებლები, რითაც გაითვალისწინეს დოპლერის ეფექტიც.

შედეგად დადგინდა, რომ მიღებული გრავიტაციული წითელი წანაცვლება კარგად ეთანხმება როგორც ფარდობითობის თეორიით ნავარაუდევს, ასევე გრავიტაციის მოდიფიცირებულ თეორიასაც, რომელიც სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას ბნელი მატერიისა და ენერგიის გარეშე ხსნის.

გრავიტაციული თეორიის ალტერნატიულ თეორიებად ითვლება თეორიები, რომლებიც ფარდობითობის თეორიის ალტერნატივას წარმოადგენენ ან მნიშვნელოვან მოდიფიცირებას უკეთებენ მას. ხშირად ასეთ თეორიებს აკუთვნებენ ყველას, რომლებიც არ ემთხვევა ფარდობითობის საერთო თეორიას დეტალებში ან ახდენენ მის თავისებურ განზოგადებას. მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად, გრავიტაციის თეორიები, განსაკუთრებით კვანტური, ემთხვევა ფარდობითობის საერთო თეორიას დაბალ ენერგეტიკულ ზღვარზე, ამ შემთხვევაში იგი არ ითვლება „ალტერნატიულად“.

თვითონ მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩატარებული გაზომვები – პირველია მათ შორის, რომლებშიც არ იყო გათვალისწინებული ბნელი ენერგია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.