ძალიან დიდი მასივი და ჩამავალი მთვარე

 კარლ იანსკის სახელობის რადიო ანტენათა ძალიან დიდი მასივი (VLA), შტატ ნიუ მექსიკოს უდაბნოში მდებარეობს. სახლის ზომის 27 ანტენა (25 მ.), რელსებზე მოძრავ სადგარებზეა დამონტაჟებული, რითაც მთლიანი მასივის კონფიგურაციის შეცვლაა შესაძლებელი, ქალაქის ზომის ერთი გიგანტური რედიო ტელსკოპის ექვივალენტური ეფექტურობი მისაღწევად (35 კმ.). VLA ძალიან პროდუქტიული ინსტრუმენტი აღმოჩნდა რადიო ასტრონომთათვის. მისი საშუალებით აღმოჩენილი იქნა წყალი მერკურიზე, ვარსკვლავთა რადიო ელვარე გვირგვინები, ჩვენი გალაქტიკის მიკროკვაზარები, ე.წ. აინშტაინის გრავ. რგოლები შორეული გალაქტიკების გარშემო, კოსმოლოგიურ მანძილებზე მდებარე გამა ანთებების რადიო გამოსხივება. VLA-ს გიგანტური ზომა ასტრონომებს საშუალბას აძლევს რადიო გალაქტიკების აღნაგობა დეტალებში შეისწავლონ, ასევე ზესწრაფი კოსმოსური ჭავლები (ჯეტი), შეადგინონ ირმის ნახტომის ცენტრალური ნაწილის რუქა. 40 წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში VLA-ზე 14 ათასზე მეტი სადამკვირვებლო პროექტი განხორციელდა, რომელთა საფუძველზე 500-ზე მეტი დისერტაცია დაიწერა. 10 ოქტომბერს, ნაციონალური რადიო ასტრონომიული ობსერვატორია VLA-ს 40 წლისთავს აღნიშნავს, ვირტუალური ტურებითა და პრეზენტაციებით, რითაც მოხდება მისი ისტორიის, მუშაობის მეთოდების, მიღწევებისა დიდი მასივის მომავალის დემონსტრირება (VLA; მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.