კოსმოსის ათვისების მიმართ ადამიანის ინეტრესი უსაზღვროა. შორეული პატარა სამყაროები არა მარტო მეცნიერების ინტერესს იწვევს, არამედ მხატვრებისაც. წარმოგიდგენთ ყველაზე უფრო საინტერესო ეგზოპლანეტების მოდელირებულ გამოსახულებებს.
ასე გამოიყურება მხატვრის წარმოსახვაში Kepler-10b: დღეისათვის ცნობილ ეგზოპლანეტათა შორის ყველაზე პატარა, ის 2011 წელს აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მისი ზედაპირი სულ ვულკანებით არის დაფარული და მის მტვრით სავსე ატმოსფროში, 2 საათში 100 მილიონიდან, 2 ტრილიონამდე განმუხტვა ხდება ელჭქის სახით.
Gliese 581 ყველაზე პატარა ეგზოპლანეტის ტიტულს კვლავაც ინარჩუნებს, თუმცა 2011 წლიდან ეს წოდება Kepler-10b-სკენ გადიხარა.
აღმოჩენილთა შორის ყველაზე დიდი ეგზოპლანეტა, ყველაზე უფრო უჩვეულოა. მეცნიერთა აზრით, თეორიულად, ის არ უნდა არსებობდეს. TrES-4 იუპიტერზე 1,7-ჯერ დიდია და მცირე სიმკვირვის პლანეტებს მიეკუთვნება. პლანეტამდე მანძილი 1400 სინათლის წელია (ყველაზე დიდები).
Epsilon Eridani b – უახლოესი ეგზოპლანეტა. ის ნარინჯისფერი ჯუჯას გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 10,5 სინათლის წლის მანძილზე (ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა).
CoRoT-7b – პირველი კლდოვანი პლანეტა. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2200 გრადუსია ცელსიუსით (თავის ვარსკვლავთან სიახლოვის გამო). ამ ვულკანური ტირანის ერთი მხარე ლავურ ოკეანეს წარმოადგენს, წარსულში, ეს პლანეტა ალბათ გაზის გიგანტის ბირთვი იყო.
HD 188753 – ”სამი მზის” პლანეტა (არ არის ბოლომდე დამტკიცებული), დედამიწიდან 149 სინ. წლის მანძილზე. სამი მნათობიდან ყველაზე დიდი, მზისმაგვარი ვარსკვლავია. პლანეტაზე ძალიან მაღალი ტემპერატურა უნდა იყოს, რადგან ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლო ორბიტაზე ბრუნავს (ერთი პლანეტის ოთხი ”მზე”).
OGLE-2005-BLG-390L b – ყველაზე ცივი და შოერული ეგზოპლანეტა. დედამიწაზე 5,5-ჯერ მასიურია, მისი კლდოვანი ზედაპირი კი ცელსიუსით -220 გრადუსამდე გაყინული. პლანეტამდე მანძილი 28 000 სინ.წელია და წითელი ჯუჯას გარშემო ბრუნავს.
WASP-12b – აღმოჩენილთა შორის ყველაზე ცხელი + 22000 C, ყველაზე პატარა რადიუსიანი ორბიტით. იქაური წელიწადი დედამიწის დღის ხანგრძლივობას უტოლდება. WASP-12b გაზის გიგანტია, იუპიტერზე 1,5-ჯერ მასიური და თითქმის ორჯერ დიდი. იქამდე მანძილი 870 სინ. წელია.
ცნობილთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა Coku Тау 4 – 1 მილიონი წელი. დედამიწიდან 420 სინ. წლის მანძილზე. ის მტვროვანი დისკოს ცენტრში მდებარეობს, რომლის ზომა დედამიწის ორბიტაზე 10-ჯერ დიდია (ჰიპოთეზა გაზ-მტვროვანი დისკოს შესახებ; მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს; ახალშობილები კუროს თანავარსკვლავედში).
HAT-P-1 – ყველაზე მსუბუქი პლანეტა, დიდი რადიუსით, მისი სიმკვრივე წყლისაზე მცირეა. დედამიწიდან 450 სინ. წლის მანძილზე.
XO-3b – ყველაზე დახრილი პლანეტა. პლანეტათა უმრავლესობა თავისი ვარსკვლავის ეკვატორთან შემაერთებელ წარმოსახვით სიბრტყეზე მოძრაობს (ეკლიპტიკა). XO-3b-ს ორბიტა ამ სიბრტყიდან 37 გრადუსით არის გადახრილი (ყველაზე ”მრუდე” პლანეტარული სისტემა).
SWEEPS-10 – თავის ვარსკვლავსს 1,2 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, ამიტომ მნათობის შემოვლას დაახლოებით 10 საათში ახერხებს. მიეკუთვნება მოკლეპერიოდიან პლანეტებს, რომლებიც ვარსკვლავის შემოვლას 1 დღეზე მეტს არ ანდომებენ.
COROT-exo-3b – ყველაზე მკვრივი ეგზოპლანეტა. საქმე იმაშია, რომ ის იუპიტრის ზომისაა, თუმცა 20-ჯერ მასიურია. ასეთი სიმკვრივე კი ტყვიისაზე ორჯერ მეტია (ზემკვრივი გიგანტი; ზემკვრივი ეკზოპლანეტა).
PSR J1719-1438 – პლანეტა ახლახანს აღმოჩენილი პულსარის გარშემო, იუპიტერის მასით, რომელიც უზარმაზარ ალმასს შეიძლება წარმოადგენდეს. ამ ამბავში მთავარი როლი მაღალმა წნევამ და ნახშირბადის მაღალმა კონცენტრაციამ ითამაშა (ბრილიანტები იუპიტერსა და სატურნში; ალმასის ეგზოპლანეტა).
TrES-2b – მხატვარმა, ნახშირზე შავად წარმოგვიდგინა. იუპიტერის ზომის ეს პლანეტა დაცემული სინათლის მხოლოდ 1% ირეკლავს, რაც მას ცნობილთა შორის ყველაზე ბნელ პლანეტად აქცევს. იქამდე მანძილი 750 სინ. წელია (როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; ვარსკვლავიდან ყველაზე შორს მდებარე ეკზოპლანეტა; უძველესი ეკზოპლანეტა).