ზემკვრივი გიგანტი

 ასტრონომებმა დედამიწიდან 4000 სინათლის წლის მანძილზე ზემკვრივი პლანეტა აღმოაჩინეს, სახელად CoRoT-20b. მისი სიმკვრივი იმდენად დიდია, რომ პლანეტების ჩამოყალიბების თეორიის ყველა კანონს არღვევს. აღმოჩენილი გაზური გიგანტის ზომა იუპიტერის 4/5-ია, მასა კი ოთხჯერ მეტი. გამოდის, რომ ეს არის აქამდე აღმოჩენილ ყველაზე მკვრივ პლანეტათა შორის ერთ-ერთი. ახალი აღმოჩენა სერიოზულ ამოცანად იქცა ასტრონომთათვის, რომლებიც ამ პლანეტის პარადოქსის ახსნას ცდილობენ.

 თუ CoRoT-20b-ს ტრადიციული გაზური გიგანტის სტრუქტურა აქვს, ანუ აქვს სოლიდური მყარი ბირთვი, შემოფარგლული გაზის ატმოსფეროთი, მაშინ მისი მასის 50 დან 70%-მდე ბირთვის მასაზე უნდა მოდიოდეს, ანუ აქვს ისეთი მასიური ბირთვი, რომელიც პლანეტების ჩამოყალიბების თეორიას ეწინააღმდეგება.

 ჩვეულებრივ პლანეტები ვარსკვლავების შემომფარგლავ გაზურ-მტვროვან დისკოში ყალიბდებიან, მაშინ ხსენებულ პლანეტას დისკოდან ყველა არსებული ელემენტის ატომები უნდა შეეგროვებინა, რათა გამხდარიყო ისეთი, როგორიც არის.

 ” ძალიან ძნელია იმის გაგება და დაშვება, რომ ასეთი რამე საერთოდ შესაძლებელია” – ამბობს წამყვანი მკვლევარი მაგალი დელეი(Magali Deleuil) მარსელის ასტროფიზიკის ლაბორატორიიდან.

 ასეთი მაღლი სიმკვრივე იმით შეიძება აიხსნას, რომ მძიმე ელემენტები ატმოსფეროშიცაა გადანაწილებული და არ არის მთლიანად თავმოყრილი ბირთვში. ყველა შემთხვევში, მეცნიერთა თქმით, ზემკვრივი გიგანტი CoRoT-20b ჯერ კიდევ შეუსწავლელი ახალი კატეგორიის პლანეტებს ეკუთვნის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.