„ჰაბლმა“ ახალი კლასის ეკზოპლანეტა აღმოაჩინა

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ზახორი ბერთის მეთაურობით, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან, ეკზოპლანეტა GJ 1214b გამოიკვლია.

 „ეს პლანეტა არც ერთ აქამდე ცნობილ პალნეტას არ ჰგავს“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, – „მისი დიდი ნაწილი წყლისაგან შედგება“.

 GJ 1214b, 2009 წელს პროექტის – MEarth Project, მსვლელობისას აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი დედამიწის დიამეტრზე თითქმის სამჯერ მეტია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 2,7-ჯერ მეტი. ის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტზე მოძრაობს, მნათობიდან 2 მილიონი კილომეტრის მანძილზე და მის შემოვლას 38 საათი ანდომებს. სავარაუდოდ, პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 230 გრადუსია ცელსიუსით.

 2010 წელს მეცნიერებმა GJ 1214b-ს ატმოსფეროს შემადგენლობა გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ ის ძირითადათ წყლისგანაა შემდგარი, ამის დადგენა საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა, პლანეტის გარშემო არსებული ბოლის მაგვარი ღრუბლების გამო.

 GJ 1214b ტრანზიტის მეთოდით აღმოაჩინეს, როცა მან ორბიტაზე მოძრაობის დროს მცირე ხნით ჩააბნელა თავისი ვარსკვლავი(ანუ ყოველ 38 საათში ერთხელ). გაზომვების ჩასატარებლად მეცნიერებმა „ჰაბლის“ ინფრაწითელი ინსტრუმენტი გამოიყენეს, რადგან ეს სხივები უფრო ადვილად გადის გაზებში. დადგინდა, რომ პლანეტა გაზისა და წყლის ორთქლისაგან შედგება. 1 სმ3-ზე 1 გრამი წყალი მოდის, დედამიწაზე ეს მაჩვენებელი 5,5 გრამია 1სმ3.

 ზახორი ბერთის თქმით, მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო პლანეტის სიღრმეებში შეიძლება იყოს ისეთი ეკზოტიკური ნივთიერებები, როგორიცაა ცხელი ყინული(წყლის კრისტალური ფორმა) და ზედენადი წყალი(სითხე, რომელიც ყოველგვარი ხახუნის გარეშე მიედინება, კვანტური ეფექტების გამო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.